მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეშმა მესი და ნეიმარი ერთმანეთთან ტელეფონით დააკავშირა

ალვეშმა მესი და ნეიმარი ერთმანეთთან ტელეფონით დააკავშირა

დანი ალვესი გახდა მთავარი მიზეზი “ბარსას” მიერ ნეიმარის მიმართ ინტერესის გამოჩენისა.

 

“ლურჯ-ბროწეულისფრების” მარჯვენა მცველს ყოველთვის ბრმად სჯეროდა “სანტოსის” თავდამსხმელის შესაძლებლობების. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ნეიმარი “ბარსაში” აღმოჩნდებოდა. ამერიკის თასის გათამაშებისას ალვეში გახდა საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი ნეიმარისა, რომელსაც იგი უყვებოდა, თუ როგორი მშვენიერია თავისი კლუბი – “ბარსა”. დანი ახალგაზრდა ბრაზილიელს არწმუნებდა, რომ გვარდიოლას გუნდში მას საუკეთესო დახვედრა და გულშემატკივრების სიყვარული ელოდა. 

 

რაც შეეხება ლიონელ მესის, ალვეში არ შემოიფარგლა ნეიმარისთვის “ბარსას” დადებითი მხარეების შესახებ საუბრით. მან დაურეკა ლეო მესის, რათა არგენტინელი ნეიმარს დალაპარაკებოდა. ამ სუფთა სიმბოლურმა ქმედებამ შესაძლებლობა მისცა ნეიმარსა და მესის, რომ პირადად გაეცნოთ ერთმანეთი. მას შემდეგ ბრაზილიელი არამარტო იმაზე საუბრობს, თუ რამდენად კარგია “ბარსა”, არამედ იმაზეც, რომ იგი გვევლინება მესის გულშემატკივრად და მოსწავლედ.

 

ბოლოსკენ კი ალვეშმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ძალიან უნდა ნეიმარის ხილვა საკუთარ კლუბში. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაიზარდა “ბარსას” ინტერესი “სანტოსის” თავდამსხმელის მიმართ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში