მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაქსველი ივნისში შეიძლება ”მილანში” გადავიდეს

მაქსველი ივნისში შეიძლება ”მილანში” გადავიდეს

”ბარსელონას” მარცხენა მცველმა, მაქსველმა მომავალ ზაფხულს შეიძლება ”მილანის” ფორმა მოირგოს.

”როსონერის” ხელმძღვანელები განიხილავენ ბრაზილიელის შეძენას, რომელიც ადრე ”ინტერში” თამაშობდა. მათ სურთ ტაიე ტაივოს შემცვლელის პოვნა, რომელმაც იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია ვერ გაიარა.

თუმცა ბოლო პერიოდში ნიგერიელმა სათანადო დონეზე ითამაშა და მაქსველის ”მილანში” შესაძლო გადასვლაზე საუბრები შეწყდა. მიუხედავად ამისა ”მილანს” მაინც სურს მარცხენა მცველის შეძენა, მაგრამ ტრანსფერი შეიძლება ივნისში შედგეს, აცხადებენ იტალიური მედია საშუალებები. თავად ფეხბურთელის აგენტი იტალიური კლუბის ინტერეს არ უარყოფს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში