workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “გვარდიოლა ნამდვილი მაესტროა”

ვალდესი: “გვარდიოლა ნამდვილი მაესტროა”

კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა, გუნდის ოფიციალურ სატელევიზიო არხს განუცხადა, რომ მისი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ესპანელმა არის დარაჯმა პეპის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

 

“იგი ნამდვილი მაესტროა. თითქოს, მას ყოველდღიურად ემატება ნიჭი და ცოდნა. ის უფრო და უფრო იზრდება. “ბარსელონას” ვარჯიში ერთი სიამოვნებაა, რადგან პეპის გვერდით თავი უნივერსიტეტში ლექციაზე მგონია. იგი არ გვაძლევს მოდუნების უფლებას და ყოველთვის მეტს მოელის ჩვენგან. სწორედ გვარდიოლაა ადამიანი, რომელმაც ნამდვილი, ლამაზი, სანახაობრივი, გუნდური ფეხბურთის თამაში გვასწავლა და დაგვაწყებინა ულამაზესი შოუების დადგმა.” –ციტირებს ვალდესის სიტყვებს “ბარსას” ოფიციალური საიტი.

 

როგორც მოგეხსენებათ, გვარდიოლა “ლურჯ–ბროწეულისფერების” დამრიგებელი 2008 წელს გახდა, როდესაც იგი აღზევებულ იქნა “ბარსა ბ–დან”. მან სამი წლის მანძილზე 16 შესაძლებლობიდან 13 გამოიყენა. გამოდის, რომ პეპმა ამ მცირე დროის მანძილზე 13 თასი მოაპოვებინა გუნდს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward