სესკი: “განსაკუთრებით მსურს ამ ფინალში თამაში”

სესკი: “განსაკუთრებით მსურს ამ ფინალში თამაში”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი, მოუთმენლად ელის კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს: “მე განსაკუთრებით მსურს ამ ფინალში თამაში, იმიტომ, რომ არ ვიცი კიდევ მომეცემა თუ არა ამის საშუალება. ყველას ძალიან გვინდა გამარჯვება და შემდეგ სეზონამდე მსოფლიოს ჩემპიონის წოდების მოპოვება.”

 

მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩისწინა პრეს–კონფერენციისთვის სესკ ფაბრეგასი იქნა შერჩეული. “მე აქ ჩემი თანაგუნდელების წინა სეზონში თავდაუზოგავი შრომის წყალობით ვარ. გვინდა გავიდეთ მოედანზე და ვაჩვენოთ ნამდვილი ფეხბურთი, ვითამაშოთ ჩვენს სტილში.”

 

რაც შეეხება ადაპტიციის პრობლემებს, ფაბრეგასმა თქვა: “მართალია იაპონიასა და ესპანეთს შორის დიდი სხვაობაა დროის მხრივ და ამასთან შეგუება რთულია, თუმცა ჩვენ ძალები საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ და ამაში ჩვენი მენტალიტეტი დაგვეხმარება.”

 

სესკმა განსაკუთრებით აღნიშნა მოწინააღმდეგე გუნდის ერთი ფეხბურთელი – ნეიმარი: “თუ ბურთი ჩვენ გვექნება, ესე იგი ის ნეიმარს არ ექნება. ამ თამაშს “ბარსაც” და “სანტოსიც” ისე უყურებს, როგორც გუნდურ დაპირისპირებას. ჩვენი თამაშის სტილი არ შეიცვლება და ისე ვითამაშებთ, როგორც ამას უმეტესობა შემთხვევებში ვაკეთებთ. ნეიმარს 3–4 გოლის გატანა სურს და ვნახოთ ეს რამდენად გამოუვა.” 

 

რაც შეეხება თასის მოპოვებას, ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა: “თუ ამ ტიტულს მოვიპოვებთ, მაშინ მას აუცილებლად ტიტო ვილანოვას და დავიდ ვილას მივუძღვნით.” 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია