მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსის სანჩესის მონაწილეობა ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ალექსის სანჩესის მონაწილეობა ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ჩილელი ფეხბურთელის ფინალში მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება აღდგენითი კურსი. ალექსის სანჩესს ექიმებმა კუნთის გადატვირთვა დაუდგინეს.

”ალ სადის” დამარცხების შემდეგ ”ბარსელონა” ვარჯიშს დაუბრუნდა. როგორც წესი ის ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მატჩში სასტუმროს დარბაზში ვარჯიშობდნენ, სადაც ”ბარსელონას” დელეგაციაა განლაგებული. დანარჩენი ფეხბურთელები კი მოედანზე სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ მზიან დილით.

ვარჯიშზე არ იმყოფებოდა ალექსის სანჩესი, რომელსაც ექიმებმა მარცხენა ფეხის კუნთის ზედმეტი დატვირთულობა დაუდგინეს. მისი აღდგენის პროგრესზე იქნება დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ის ფინალში. შეგახსენებთ, რომ ჩილელი მოედანზე ვილიას ნაცვლად შევიდა, ხოლო 32 წუთი შემდეგ მოედანზე ადგილი მან კუენკას დაუთმო.

ხვალ დასვენება

დავიდ ვილიას მძიმე ტრავმის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. ვარჯიში შაბათს, 13:30 საათზე გაიმართება. მოსალოდნელია, რომ გუნდი ვარჯიშს ღამითაც გამართავს, როგორც ეს ”ალ სადთან” მატჩის წინ მოხდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში