მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”ვილიას არსად გავუშვებთ”

გვარდიოლა: ”ვილიას არსად გავუშვებთ”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ უარყო დღეს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ დავიდ ვილიამ შესაძლოა ”ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანსჯრის დროს დატოვოს.

მადრიდული ”მარკას” ცნობით ”ბარსელონა” მზადაა გაყიდოს ესპანეთის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელი, დავიდ ვილია, რომელიც ”რეალთან” მატჩში მოედანზე არ გამოსულა. დავიდ ვილიას შეძენის სურვილი ”ლივერპულმა” და ”არსენალმა” გამოთქვეს.

”მარკა იტყუება. მე არ მისაუბრია ვილიასთან” კლასიკოს შემდეგ, მაგრამ ჩემს გეგმებში ყველა ფეხბურთელის შენარჩუნება შედის. მე სეზონში ძირითადი შემადგენლობის 25 ვარიანტს ვიყენებ, რადგან ეს საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია. უმეტესობა ფეხბურთელები, რომლებიც ახლა თამაშობენ ”ბარსელონაში” გააგრძელებენ კლუბში თამაშს მიმდინარე და შემდეგ სეზონშიც” – განაცხადა გვარდიოლამ.

დავიდ ვილია ”ბარსელონაში” 2010 წლის მაისში, 42 მილიონ ევროდ გადაბარგდა. ამ დროის განმავლობაში მან 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 32 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში