დღეს ვარჯიშის დაწყებამდე “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და მენეჯმენტმა ფუკუშიმას ბირთვული სადგურის ავარიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლეს. როგორც იცით, თითქმის ერთ დღიანი დასვენების შემდეგ “ბარსამ” ვარჯიში განაახლა “იოკოჰამა მარინოს” ბაზაზე.
ფეხბურთელები შეხვდნენ 11 ბავშვს, რომელთა ასაკი 9-დან 18 წლამდე მერყეობდა. ყველა მათგანი ფუკუშიმადანაა. ბავშვებს ეცვათ “ბარსას” მაისურები, რომლებზეც საკუთარი გვარები ეწერათ.




