მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტო: “ბარსა” კვლავ ძლიერია, ვიდრე “რეალი”

მილიტო: “ბარსა” კვლავ ძლიერია, ვიდრე “რეალი”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა გაბი მილიტომ, გამოთქვა თავისი აზრი, თუ როგორ დასრულდება დღეს გასამართი “ელ კლასიკო”. არგენტინელი მცველის აზრით, ბევრი მითქმა–მოთქმის და ათასი ჭორების მიუხედავად, “ლურჯ–ბროწეულისფერები” კვლავ უფრო ძლიერები არიან, ვიდრე “თეთრები”.

“ვიმედოვნებ, რომ შარშანდელი განმეორდება და მოგება “ბარსელონას” დარჩება. ეს გუნდი ბრწყინვალე, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ათასი საუბრების და მითქმა–მოთქმის მიუხედავად, “ბარსა” კვლავ ძლიერია, ვიდრე “რეალი”. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ კატალონიელები იბრძოლობენ და გაიმარჯვებენ კიდეც. რაც შეეხება გვარდიოლას, ის საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. “ბლაუგრანას” ასეთი წარმატება სწორედ მისი დამსახურებაა. ის არ აძლევს ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას. ორ სიტყვას “თეთრების” და “ლურჯ–ბროწეულისფერების” ლიდერებზეც ვიტყვი: კრიშტიანუ რონალდუ მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მას მესიმდე ძალიან ბევრი უკლია. ლეო უბრალოდ გასაოცარია. მისნაირი დღეს არ არსებობს.” –ციტირებს მილიტოს სიტყვებს ყოველდღიური მადრიდული გამოცემა “მარკა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში