“ბარსელონას” ახალწვეულები ვერ დაივიწყებენ სადებიუტო შეხვედრას. სესკ ფაბრეგასის და ალექსის სანჩესის დებიუტი ესპანეთის სუპერთასის მატჩებში, მადრიდის “რეალთან” შედგა.
ალექსისი: 90 წუთი მადრიდში
ალექსისის დებიუტი “ბარსაში” კოპა ამერიკიდან დაბრუნებისთანავე შედგა. პეპ გვარდიოლამ ახალწვეული ძირითად შემადგენლობაში დააყენა “რეალთან”, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში. ეს ყველასთვის მოულოდნელობა იყო, თუმცა ჩილელმა კარგი თამაში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მან საუკეთესო თვისებები ვერ წარმოაჩინა “რეალის” დაცვას დიდი თავსატეხი გაუჩინა.
სესკი: 10 გადამწყვეტი წუთი განმეორებით მატჩში
თუკი ალექსისი გუნდს მადრიდში დაეხმარა, სესკ ფაბრეგასი გადამწყვეტი აღმოჩნდა განმეორებით მატჩში. პეპმა ახალწვეული მოედანზე 10 წუთით ადრე შეუშვა, როცა ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა. 89–ე წუთზე კი სესკმა წამოიწყო შეტევა, რომელსაც ლეო მესის გოლი მოჰყვა.



