მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუენკას შეყვარებული გვარდიოლას პასუხობს

კუენკას შეყვარებული გვარდიოლას პასუხობს

“ბარსელონასა” და “ლევანტეს” დაპირისპირების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ისააკ კუენკაზე ასეთი განცხადება გააკეთა: “შესაძლოა იგი არ მოსწონთ გოგენებს, მაგრამ ჩემს მიცემულ დავალებებს უმაღლეს დონეზე ასრულებს და ესმის რა არის თავისი საქმე.”

 

ასეთი კომენტარის შემდეგ, ყოველდღიურმა ესპანურმა გამოცემამ “ელ მუნდო დეპორტივო”, გადაწყვიტა დაკავშირებოდა კუენკას შეყვარებულს და ესაუბრა მასთან. მისი სახელია კარმე ტორესი და არის საბადელიდან. გოგონა ნამდვილად ძალიან ლამაზი და საყვარელია და ასევე სასიამოვნოდ საუბრობს.

 

“როდესაც პირველად შევხვდი ისააკს, მივხვდი, რომ ის ჩემთვის იყო. მე მასზე უკეთესი არავინ მენახა და ვერც ვნახავდი. ვეთანხმები გვარდიოლას, კუენკა ძალიან თავმდაბალია და არ შეუძლია ქალბატონებთან ურთიერთობის დამყარება, მაგრამ მე იგი ისეთი მომწონს, როგორიც არის. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.” –განაცხადა 20 წლის კარმემ.

 

გვარდიოლას უყვარს ასეთი კომენტარების გაკეთება და თუ გახსოვთ, ერთხელ მან ანდრეს ინიესტას შესახებ განაცხადა: “მას არ აქვს ტატუ და არ იკეთებს საყურეს, რითიც გოგონების ყურადღებას მიიქცევს, თუმცა მას უყვარს ფეხბურთი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში