მოგეხსენებათ, დღეს “ფიფამ” გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სია, ვინც საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთზე” ნომინირებულები არიან ლიონელ ანდრეს მესი, ჩავი ერნანდესი და კრიშტიანუ რონალდუ, ხოლო საუკეთესო მწვრთნელობაზე ხოსეპ გვარდიოლა, სერ ალექს ფერგიუსონი და ჟოზე მოურინიო არიან წარდგენილნი.
ლიონელ მესი კიდევ ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებს. არგენტინელის მიერ “არსენალის” კარში გატანილი გოლი ამომრჩევლებმა გათამაშები ერთ-ერთ გამორჩეულ გოლად მიიჩნიეს და მესი “პუშკაშის” ჯილდოსთვის ბრძოლაშიც ჩართეს. “რწყილს” კონკურენციას “მანჩესტერელი” უეინ რუნი და “სანტოსელი” ნეიმარი გაუწევენ. მესის, ნეიმარისა და რუნის გოლები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
[media=http://www.youtube.com/watch?v=OeLryPwOCQY]