უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი იმ ფეხბურთელთა ვინაობა, ვინც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ. ესენი არიან: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), ჩავი ერნანდესი (“ბარსელონა”, ესპანეთი) და კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია).
ასევე გაირკვა იმ მწვრთნელთა ვინაობა, რომლებიც 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელობისთვის იბრძოლებენ. მათ შორისაა “ბარსელონას” თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა. გვარდიოლას კონკურენციას გაუწევენ სერ ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და ჟოზე მოურინიო (მადრიდის “რეალი”).
გამარჯვებულთა ვინაობა 9 იანვარს, ციურიხში, “ფიფას” გალა დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.