ოთხშაბათის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა LFP -სგან ჯილდოები მიიღეს 2010/2011 სეზონის შედეგებისთვის.
საუკეთესო მეკარის ჯილდო გადაეცა ვიქტორ ვალდესს. საუკეთესო მცველად დასახელდა ერიკ აბიდალი, საუკეთესო ნახევარმცველად ჩავი ერნანდესი, საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად ანდრეს ინიესტა. ლიონელ მესიმ ორი ჯილდო მიიღო – როგორც საუკეთესო თავდამსხმელმა და ამავდროულად ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა. ხოსეპ გვარდიოლას ჯილდო საუკეთესო მწვრთნეობისთვის გადაეცა.
“ბარსას” აღიარება ამით არ დასრულებულა. დაჯილდოვდა “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, მარკ ბარტრა. საერთო ჯამში “ბარსელონელებმა” 7 ჯილდო მიიღეს.