”რაიო ვალეიკანოსთან” გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ასტურიელი თავდამსხმელი, დავიდ ვილია დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.
თავდამსხმელმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე კვლავ გამოთქვა იმის რწმენა, რომ გუნდი ”რეალთან” მატჩში დადებით შედეგს მიაღწევს: ”ჩვენ ”ბერნაბეუზე” სხვა სიტუაციაში გავემგზავრებით, ვიდრე წინა წლებში ხდებოდა. თუმცა იდეა იგივე იქნება: შევეცადოთ გამარჯვება”. ამის შესახებ საუბრისას დავიდმა სცადა მოახლოებული კლასიკოს წინ დაძაბულობის გამუხტვა: ”წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია და ჩვენ კარგი სეზონის ჩატარებას ვგეგმავთ”.
ხერარდ პიკეს საკამათოდ მიღებულ ყვითელზე შეკითხვისას, რის საშუალებითაც ის კლასიკოს ”სუფთად” შეხვდება ვილიამ უპასუხა: ”მსაჯმა გადაწყვეტილება ეპიზოდის მიხედვით მიიღო, ყველაფერი დანარჩენი ხალხის მოგონილია. ამ ყვითელზე მოხსენება მსაჯმმა გააკეთა”.
გუნდში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე საუბრისას დავიდი დარწმუნებული და კატეგორიული იყო: ”მე ისევე მწამს გუნდის, როგორც გასულ სეზონში, უფრო მეტადაც”. მან სიხარული გამოხატა გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ და თანაგუნდელი, ალექსის სანჩესის ასპარეზობაზე: ”ალექსისმა გუშინ ნამდვილი სუპერმატჩი შემოგვთავაზა”.
ამას გარდა ”ბარსას” ფეხბურთელმა ყოფილ გუნდზე, ”სპორტინგზეც” ისაუბრა, რომელიც ამ ტურში მადრიდის ”რეალს” მასპინძლობს: ’მე ყოველთვის მოხარული ვარ, როცა ისინი იმარჯვებენ. ვნახაოთ, გაგვიწევენ თუ არა ისინი დახმარებას”. ამჟამად კი დავიდ ვილიამ აღნიშნა, რომ პეპ გვარდიოლას შეგირდები მხოლოდ ”ლევანტესთან” გასამართ შეხვედრაზე ფიქრობენ.


