ფეხბურთელებმა დღეს გასამართი მატჩის წინ ივარჯიშეს. ანდრეს ინიესტას დაბრუნება ”რაიო ვალეიკანოსთან” გასამართ მატჩამდე მთავარი სიახლეა.
პეპ გვარდიოლამ მზადება პირველი გუნდის 20 ფეხბურთელთან ერთად გამართა. იბრაჰიმ აფელაი ერთადერთი დანაკლისია გუნდისთვის. ”რაიო ვალეიკანოსთან” მატჩისთვის ასევე ემზადება ისააკ კუენკა. ანდრეს ინიესტა სრულად განიკურნა და ის უპრობლემოდ ვარჯიშობს გუნდთან ერთად. სესკ ფაბრეგასი და ადრიანო კორეია ასევე შესანიშნავად გრძნობენ თავს კუნთი მცირე ტრავმის შემდეგ.
ფეხბურთელები სესიის შემდეგ დაისვენებენ. ისინი ”ნოუ კამპზე” ადგილობრივი დროით 19:15 საათზე შეიკრიბებიან.



