ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია, თვლის, რომ არაფერს ნიშნავს მადრიდელთა ლიდერობა ესპანეთის ჩემპიონატში, რადგანაც სეზონი ახალი დაწყებულია. იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ “თეთრები” 6 ქულით უსწრებენ “ლურჯ-ბროწეულისფერებს” და ბევრი თვლის, რომ მადრიდის “რეალმა” უკვე მოიგო ლა ლიგა.
“ნაციონალური ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და წინ უამრავი მატჩია. სულ მალე შევხვდებით მადრიდის “რეალს” და მათ მშვიდად უნდა მოვუგოთ. გვმართებს კონცენტრაცია თითოეულ მატჩზე და უნდა გავიმარჯვოთ თითოეულ მათგანში”. განაცხადა ასტურიელმა ფორვარდმა.
აქვე გეტყვით, რომ “ბარსაში” მოსვლის შემდეგ დავიდ ვილიამ სამჯერ აიღო კასილიასის კარი. 2-ჯერ ლა ლიგაში და ერთხელ სუპერ-თასზე.


