workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ინიესტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ანდრესმა და სესკ ფაბრეგასმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს. იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ”ხეტაფესთან” მატჩში ძირითადში იყვნენ მსუბუქად ივარჯიშეს.

ორი სასიხარულო ცნობა ”ხეტაფესთან” განცდილი მარცხის შემდეგ: ანდრეს ინიესტა და სესკ ფაბრეგასი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ანდრესმა ლა ლიგის 2 უკანასკნელი მატჩი ბარძაყის მიკრო ტრავმის გამო გამოტოვა, სესკ ფაბრეგასის თამაში ”ხეტაფესთან” კი კუნთის პრობლემის გამო ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა სიუტატ ესპორტივაზე კვირას გამართულ ვარჯიშზე.

მზადება ”რაიოსთვის”

ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ ძირითადში იყვნენ შედარებით მსუბუქად ვარჯიშობდნენ, დანარჩენების კი ”რაიო ვალეიკანოსთან” გასამართი შეხვედრისთვის სრული სერიოზულობით ემზადებოდნენ. ფილიალის ფეხბურთელები, კუენკა, დოს სანტოსი, როსელი, არმანდო, კიკო, ბალიუ და ოიერი გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward