პრიმერას გასვლით მატჩებში ”ბარსელონას” არადამაჯერებელმა ასპარეზობამ მადრიდის ”რეალს” საშუალება მისცა 6 ქულით გასწრებოდა კონკურენტს. 2 კვირაში ესპანეთში სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა გაიმართოს. ”ბარსას” ქომაგებს უფლება არ აქვთ დანებებაზე იფიქრონ, თანაც წინ პრიმერას 25 ტურია დარჩენილი. პეპ გვარდიოლა კი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხს, რომელიც ადვილად ჩაიქნევს დასახულ მიზანზე ხელს. ამ დაძაბული პერიოდის დროს გავიხსენოთ პეპ გვარდიოლას უდიდესი წარმატებები. ეს ხომ ”ბარსაა”, რომელსაც ყველაფერი შეუძლია…
პეპ გვარდიოლას პირველი ტიტული: ესპანეთის სამეფო თასი 2008/09
10 დღის შემდეგ გვარდიოლას გუნდი მეორე ტიტულს ეუფლება: პრიმერას 2008/09 წლის ჩემპიონი
მთავარი ზეიმი გუნდს წინ ელოდა: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2008/09 წელს
2009/10 სეზონის დასაწყისში პეპის გუნდი სუპერთასების მოპოვებას იწყებს: ”ბარსა” ესპანეთის სუპერთასს იგებს
ერთი კვირის შემდეგ ევროპის სუპერთასზე ”ბლაუგრანასთან” ”შახტარი” მარცხდება
შესანიშნავ წელს გუნდი ისტორიული შედეგით ასრულებს: შესაძლო 6 ტიტულიდან გვარდიოლას შეგირდებმა ყველა მოიგეს
მომდევნო სეზონში ”ბარსა” მხოლოდ პრიმერას მოგებას ახერხებს
გუნდი ახერხებს ”სევილიას” დამარცხებას და პრიმერას მსგავსად სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოპოვებას
”ბარსა” აგრძელებს წარმატებულ სვლას: პრიმერას ჩემპიონი 2010/11 სეზონში
ახალგაზრდა მწვრთნელი შესანიშნავ შედეგს აჩვენებს: მისი გუნდი 3 სეზონის განმავლობაში მეორედ იგებს ევროპის საუკეთესო ტიტულს
მიმდინარე სეზონი ”ბარსელონამ” დიდებულად დაიწყო: ესპანეთის სუპერთასზე ”ნოუ კამპზე” გმირულად ეცემა მადრიდის ”რეალი”
სულ რაღაც 6 დღეში ”პორტუ” სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს ”ბარსელონას”
3 სეზონის განმავლობაში პეპ გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ შედეგს აჩვენებს, გუნდმა 12 (!!!) ტიტული მოიგო. ყოველ სეზონში ”ბარსელონა” უკეთესს ფეხბურთს გვთავაზობდა, ახლა კი გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, რომ ”ბარსელონას” ერა დასრულდა. ნუთუ ბევრს სჯერა იმის, რომ ეს გუნდი ასე მალე დაასრულებს წარმატებულ სვლას? პეპ გვარდიოლას განკარგულებაში ხომ ისეთი ფეხბურთელებია, როგორებიც მესი, ჩავი და ინიესტა არიან. ”ბარსელონა” კიდევ იტყვის თავის სიტყვას, ეს კი 2 კვირაში, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა მოხდეს…