მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ: “ვოცნებობდი “ბარსაში” თამაშზე, მაგრამ ჩემი გული “პორტოს” ეკუთვნის”

დეკუ: “ვოცნებობდი “ბარსაში” თამაშზე, მაგრამ ჩემი გული “პორტოს” ეკუთვნის”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, დეკო, რომელიც ამჟამად ბრაზილიური “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს, გამოტყდა პორტუგალიური კლუბს, “პორტოს”, სიყვარულში, რომელშიც მან 7 წელი გაატარა. იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ დეკომ 7 წელი გაატარა “პორტოში” და შემდეგ გადაბარგდა კატალონიის “ბარსელონაში”, სადაც 2004 – 2008 წლების განმავლობაში გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებით. ტიტიულების ნაკლებობა არცერთ გუნდში არ აწუხებდა პორტუგალიელ ნახევარმცველს.

 

“მე შვიდი წელი გავატარე “პორტოში” და უდიდესი გამოცდილება შევიძინე, შემდეგ კი კატალონიას, კერძოდ კი “ბარსელონას” მივაშურე. უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის ვოცნებობდი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემადგენლობაში მეასპარეზა, თუმცა ჩემი გული ყოველთვის “პორტოს” ეკუთვნოდა და ეკუთვნის კიდეც”. დაასრულა დეკომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში