კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი, თვლის, რომ მისმა გუნდმა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე გასამართ შესაძლო ფინალზე არ უნდა იფიქროს. ესპანელი ნახევარმცველის თქმით, “ბარსას” ფინალამდე 1/2 ფინალი აქვს სათამაშო და ასე ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება ყველაფრის წინასწარმეტყველება.
“ჩვენ პირდაპირ ფინალზე არ უნდა ვიფიქროთ. “ბარსელონა” არ არის დაუმარცხებელი გუნდი, რადგან ასეთი მსოფლიოში არ არსებობს. ყოველმა მოწინააღმდეგემ შეიძლება შეგვიქმნას სხვადასხვა სახის პრობლემები. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავემგზავრებით იაპონიაში კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოსალოდნელ ფინალზე “სანტოსის” წინააღმდეგ არ უნდა ვიფიქროთ. იქამდე კიდევ გვაქვს სხვა მატჩები ჩასატარებელი.” –განაცხადა ჩავიმ.



