მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინგლა: “მოურინიოს გვარდიოლა თავის თანაშემწედ სურდა”

ინგლა: “მოურინიოს გვარდიოლა თავის თანაშემწედ სურდა”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი მარკ ინგლა, რომელიც კლუბში მაშინ მუშაობდა, როდესაც სათავეში ჟოან ლაპორტა იდგა, აცხადებს, რომ ისინი განიხილავდნენ ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას, როგორც კლუბის მწვრთნელის. ინგლას განცხადებით, პორტუგალიელ სპეციალისტს სურდა ყოფილიყო გუნდის დამრიგებელი და თანაშემწედ ყოლოდა ხოსეპ გვარდიოლა.

 

“ჩვენ განვიხილავდით მოურინიოს კანდიდატურას. მას თავის თანაშემწედ ხოსეპ გვარდიოლა სურდა. ჟოზეს ასევე უნდოდა გვერდში ყოლოდა ისეთი ხალხი, ვისაც ენდობოდა. ესენი იყვნენ ალბერტ ფერერი და სერხი ბარხუანი. პორტუაგალიელს არ სურდა რონალდინიოსთან ერთად მუშაობა, რადგან მას სამუელ ეტო’ოსი უფრო სწამდა, და სჯეროდა, რომ კამერუნელს შეეძლო ყველაფრის თავად გაკეთება. მოუს ასევე მოსწონდა დეკუც.” –ციტირებს ინგლას სიტყვებს ესპანური პრესა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში