workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანი”–”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

“მილანი”–”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

გუშინდელ დიდ დაპირისპირებაში ბევრი საინტერესო ფაქტი მოხდა. მოდით სათითაოდ განვიხილოთ ყველა მნიშვნელოვანი მომენტი.

 

1. მატჩის დაწყებამდე, გახურებისას, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი გასახდელისკენ მიემართებოდა, შეხვდა “ბარსელონას” ექიმებს, ხუანხო ბრაუს და რიკარდ პრუნას. სხვათა შორის შვედი თბილად შეხვდა მათ.

 

2. ტიტო ვილანოვამ გამოტოვა გუშინდელი მატჩი გლანდების ოპერაციის გამო და ამიტომ ხოსეპ გვარდიოლას დამხმარე მწვრთნელის მოვალეობას ხუან კარლოს უნსუე ასრულებდა.

 

3. როგორც იტალიელი, ასევე კატალონიელი ფეხბურთელებიც გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც თამაშზე გამოცხადდა სილვიო ბერლუსკონი. იტალიის აწ უკვე ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტრიბუნაზე შეხვედრის დაწყებიდან ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა.

 

4. “ბარსელონამ” ამ სეზონში პირველად მოირგო მწვანე ფორმა. ბოლოს კატალონიელები ასეთი ფერის მაისურით სეზონის დაწყებამდე “აუდის თასზე”, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ წარსდგნენ.

 

5. თამაშის შემდეგ პრესის წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს სპეციალურ ადგილზე, სადაც “როსონერის” ხელმძღვანელობას გამართული ჰქონდა სავახშმო ადგილი. იქ ძალიან კარგი მომსახურეობა იყო და რა თქმა უნდა საჭმელების უამრავი არჩევანი.

 

6. მესიმ ამ სეზონში ოთხიდან სამი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. “სევილიასთან” ბოლო წუთზე ვერ გატანილი პენალტის შემდეგ, ლეომ არც ერთი ასეთი სტანდარტი არ გაუშვა ხელიდან და ამჯერად გუშინ მისი მსხვერპლი აბიატი გახდა, რომელმაც სხვათა შორის დარტყმის კუთხე გამოიცნო, მაგრამ იმდენად ზუსტი და ძლიერი დარტყმა იყო, რომ მან ვერ მოახერხა ბურთის მოგერიება.

 

7. ასევე ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი იყო ის, როდესაც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა მაშინ, როცა აკვილანიმ ჩავი წააქცია, მაგრამ ყვითელი ბარათი ნესტამ მიიღო. საინტერესოა ეს არბიტრთა ჯგუფის შეცდომა იყო თუ ალესანდრომ შეკამათებისთვის მიიღო გაფრთხილება. თუ ეს უბრალოდ სასაცილო შეცდომა იყო, მაშინ წესით აკვილანის მეორე ყვითელი უნდა მიეღო, რაც წითლად გადაიქცეოდა და “მილანი” 10 ფეხბურთელით დარჩებოდა.

 

8. “ბარსელონას” ევროპულ შეჯიბრებებში არასოდეს წაუგია, როცა მათი მატჩის არბიტრი გერმანელი ვოლფგანგ შტარკი ყოფილა.

 

9. იბრაჰიმოვიჩმა გაუტანა თავის ყოფილ გუნდს, მაგრამ სრული რევანშის აღება ვერ მოახერხა და მისი გუნდი დამარცხდა. შეხვედრის ბოლოს, ზლატანმა თან აბიდალის ფორმა გაიყოლა. შვედმა და ფრანგმა მაისურები გაცვალეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward