“ვილიარეალელი” მცველი ოპტიმისტურად არის განწყობილი “ბარსელონასთან” კვირას გასამართ მატჩისთვის, რომელიც გაიმართება ნოუ კამპზე. ხუან კაპდევილა:” ეს არ არის შეუძლებელი, რომ “ვილიარელმა” “ბარსელონას” დამარცხება შეძლოს ნოუ კამპზე ამ კვირის საღამოს, რადგან ჩვენ ყოველ წელს გაგვაქვს გოლები სტუმართა კარში და ახლაც ვეცდებით ამის გაკეთებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში ვამარცხებდით კატალონიელებს ნოუ კამპზე და ჩვენ ამის გაკეთება მეოთხედაც გვინდა. ჩვენ ვეცდებით ბურთი რაც შეიძლება მეტ ხანს ვაკონტროლოთ, რადგან ყველასთვის კარგადაა ცნობილი თუ როგორი საშიშები არიან კატალონიელები ბურთით”.
ამ სესონში ლა ლიგაში “ბარსელონამ” მხოლოდ სამჯერ დათმო შეხვედრა, მათ შორის ერთი საკუთარ კედლებში. წელს “ბარსელონა” და ვილიარეალი” უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ელ მადრიგალზე, სადაც კატალონიელება გაიმარჯვეს, თუმცა კაპდევილას იმედი აქვს მისი გუნდი სასურველ შედეგს მიაღწევს, რისთვისაც ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
“ჩვენ მთელი სეზონი ისე ვიგებდით, რომ მეტოქის კართან ბევრი მომენტს ვერ ვქმნიდით, მაგრამ ახლა ამის გამოსწორებას ვეცდებით ნოუ კამპზე. ჩვენ მოგვიწევს ამ მატჩისთვის კარგად მომზადება, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა თუ როგორ ფორმაში არიან დღეს-დღეისობით კატალონიელები. მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი” – განაცხადა კაპდევილამ.
წყარო www.goal.com