შემოგთავაზობთ სტატისტიკას, სადაც მოცემული იქნება თუ “ბარსას” ფეხბურთელებს ვის რამდენი გოლი აქვს გატანილი, ასევე ასისტები, ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა და ასე შემდეგ. ამ სტატისტიკაში არ შედის გუშiნდელი თამაში “სარაგოსას” წინააღმდეგ.
გოლები-ალბათ არავის გაგიკვირდებათ, რომ ამ სეზონზე ყველაზე მეტი გოლი(23) მესის აქვს გატანილი. სამეულში მეორე ადგილს იკავებენ ფაბრეგასი და ვილა, რომელთაც 7-7 გოლი აქვთ გატანილი, მესამეზე “მაესტროა”, ჩავის ანგარიშზე 4 გოლია. შემდეგი ადგილბი კი ასე განაწილდა-პედრო და ინიესტა-3 გოლი, ტიაგოს, სანჩესსს, ადრიანოს, ალვეშსა და კუენკას მხოლოდ 1 გოლი აქვთ გატანილი.
ასისტები-სტატისტიკის სათავეში აქაც არგენტინელი ოქროს ბიჭია, მესიმ ამ სეზონზე 11 საგოლე პასი გააკეთა, მეორე ადგილი აქაც შუაში გაიყო და მედალის მეორე მხარეს ისევ ფაბრეგასი, მაგრამ არა ვილასთან ერთად, არამედ მედალის მეორე მხარეს ადრიანოს პროფილია გამოსახული(ალბათ წარმოგიდგენიათ რა ცუდი შესახედავი მედალია), მათ 5-5 საგოლე პასი გააკეთეს, მესიამე ადგილი კი სამზე გაიყო-ინიესტამ, ტიაგომ და ალვეშმა ამ კრიტერიუმში 3-3_ჯერ გამოიჩინეს თავი, მეოთხე ადგილი კი ხუთ ნაწილად გაიყო-ჩავიმ, აბიდალმა, პიკემ ვილიამ და პედრომ 2-2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხეს, ალექსისმა და კუენკამ კი მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთეს.
მოედანზე დაყოფილი წუთები-ამჯერად სიის სათავეში ვალდესი მოხვდა, მან ამ სეზონზე 1620 წუთი დაჰყო მოედანზე, ბევრი რომ არ ვილაპარაკო შემდეგ ადგილებს პირდაპირ მოგახსენებთ:
2. ალვეში-1511 წუთი
3. მესი-1467 წუთი
4. მასკერანო-1350 წუთი
5. აბიდალი-1344 წუთი
6. ჩავი-1319 წუთი
7. ვილია-1239 წუთი
8. ბუსკეტსი-1129 წუთი
9. ტიაგო-951 წუთი
10.პედრო-946 წუთი
11.კეიტა-9.4 წუთი
12.ადრიანო-866 წუთი
13.სესკი-854 წუთი
14.ინიესტა-792 წუთი
15.პუიოლი-532 წუთი
16.პიკე-411 წუთი
17.მაქსველი-387 წუთი
18.ალექსისი-287 წუთი
19.კუენკა-272 წუთი
20.ფონტასი-170 წუთი
21.პინტო-90 წუთი
22.ტელო-90 წუთი
23.აფელაი-35 წუთი
24.დეულოფეუ-26 წუთი
25.რაფინია-15 წუთი
ყვითელი ბარათები-რა თქმა უნდა სიის სათაეში ალვეშია, რომელსაც 6 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ამას თი მივუმატებთ გუშინდელ მიღებულ კიდევ ერთ ბარათს ჯამში 7 ყვითელი ბარათი გამოუვიდა. ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, რომ ამ სიაში მასკერანო მეორე ადგილს იკავებს, მან 4 ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა. შემდეგი ადგილები კი ასე განაწილდა:
3.ალექსისი, ვილია, ინიესტა, პიკე, ბუსკეტსი-2 ყვითელი ბარათი.
4. პუიოლი, ვალდესი, სესკი, მესი, პედრო, კეიტა, კუენკა, ჩავი-1 ყვითელი ბარათი.
წითელი ბარათი-ამ სიაში მხოლოდ ვილია წერია, რომელსაც 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული.
როგორც წესი სტატისტიკის მკითხველი მხოლოდ თვალს გადაავლებს და არ კითხულობს. ვეცადე შემომეთავაზებინა სტატია ისე, რომ საინტერესო გამხდარიყო. იმედია მოგეწონათ.