მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”სარაგოსა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”–”სარაგოსა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელმა, გუშინდელი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, კომენტარები გააკეთეს და თითქმის ყველა მათგანმა კმაყოფილება გამოთქვა.

 

ჩავი ერნანდესი: “10–15 დღე უთამაშებლობის შემდეგ ძალიან ძნელია. გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ ვუტევდით და ვფლობდით უპირატესობას. საბოლოო ჯამში კარგი თამაში ვაჩვენეთ. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი კარგადაა მომზადებული ფიზიკურად.”

 

ანდრეს ინიესტა: “მოგება სანაკრებო ბატალიების შემდეგ! ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ, რადგან ძნელია ჩემპიონატში ყოველთვის მოგება.”

 

ხერარდ პიკე: “სამი ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი თამაშების კარგად ჩატარება ძნელია ხოლმე, მაგრამ დღეს შესანიშნავი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ახლა უკვე კონცენტრაცია “მილანზე” უნდა მოვახდინოთ.”

 

სესკ ფაბრეგასი: “ძალიან ცოტა ფეხბურთელს არ ესმის მესის თამაშის სტილი. მასთან ერთად აწყობა და ბურთის კონტროლი ბევრად უფრო ადვილია. ასევე ძალიან მეხმარება ჩავიც. ერნანდესთან ერთადაც თამაში ერთი სიამოვნებაა. ასევე ხშირად ის კარგ რჩევებს მაძლევს ხოლმე.”

 

ისააკ კუენკა: “მისტერმა კიდევ ერთხელ მაჩვენა, რომ მას ჩემი სჯერა. თუ სიტუაცია ასე გააგრძელებს განვითარებას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჩვენ ვფლობდით უპირატესობას და ვუტევდით. ერთ–ერთ ეპიზოდში მივიღე ბურთი და უბრალოდ ჩავუწოდე ვილას, რომელმაც თავით კარგი გოლი გაიტანა. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო “კამპ–ნოუზე” შეკრებილი “ბარსელონას” გულშემატკივრების მხრიდან, როდესაც მათ ბოლო წუთებზე ჩემი სახელის სკანდირება დაიწყეს. ეს კიდევ დამატებით მოტივაციას მაძლევს და მანდომებს გავაგრძელო განვითარება და ბრძოლა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში