გთავაზობთ მიმდინარე შეხვედრის ტექსტურ ტრანსლაციას.
1′ გუნდები გამოდიან მოედანზე და ისმის “ბარსელონას” ჰიმნი. გულშემატკივარი, როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერს აღფრთოვანებული ხვდება. გაისმის მსაჯის სასტვენი.
8′ თამაში საკმაოდ წყანარად დაიწყო. “ბარსელონა”, თავის სტილში, აკონტროლებს ბურთს და თავიდანვე აშკარაა, რომ სტუმრებს გაუჭირდებათ 0:0 ანგარიშის შენარჩუნება.
9′ მესიმ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და სტუმრები იძულებული შეიქნენ თამაშის წესები დაერღვიათ. ჯარიმა ჩაწოდებულ იქნა საჯარიმოში, თუმცა “სარაგოსელებმა” კარგად ითამაშეს და განმუხტეს დაძაბულობა.
15′ კატალონიელებმა კუთხური გამოიმუშავეს. მარჯვენა ფლანგიდან ლეომ ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმო მოედანზე, ამ დროს პუიოლი ახტა, თუმცა ვერ მიწვდა ბურთს და სულ ოდნავ შეუცვალა მიმართულება.
16′ კიდევ ერთი თამაშის წესების დაარღვევა “სარაგოსას” მხრიდან. საჯარიმოსთან ახლოს, ეფრაინ ხუარესმა სესკ ფაბრეგასი წააქცია. ძალიან სახიფათო ჯარიმაა, ვნახოთ რა მოხდება.
17′
გოოოოოოოოლ. ჩავის ბრწყინვალე ჩაწოდება და პიკეს თავური დარტყმა. მეკარე უძლური იყო.
19′ ამ წუთისათვის კატალონიელთა მხრიდან ყველაზე აქტიური ფაბრეგასია. ის ანაწილებს პასებს, სწრაფად ერთვება შეტევებში და მოწინააღმდეგე იძულებულია მასზე დაჯარიმდეს. ახლაც სახეში ჩაარტყეს.
21′ ლეო მესი ცდილობდა საჯარიმოში შეჭრას, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ხელით თამაში დააფიქსირა. განმეორებაზე ჩანს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
23′ ახლა სტუმრები კარგ კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ისინი სამნი იყვნენ “ბარსას” ნახევარზე, ხოლო იქ 4 მოწინააღმდეგე დაუხვდათ. პოშტიგამ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კუთხური.
24′
მაურიციო ლანცარო (“სარაგოსა”) იღებს ყვითელ ბარათს.
26′
ეფრაინ ხუარესი (“სარაგოსა”) იღებს ყვითელ ბარათს.
28′ მესიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა იქ მყოფ სანჩესს მეკარე რობერტომ დაასწრო.
30′ “ბარსელონამ” მასიური შეტევა გააკეთა. მესიმ მარჯვნიდან შეუტია და კართან ძალიან ახლოს დარჩა. მისი პირველი დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატება კი უკვე ასცდა მიზანს.
31′ “სარაგოსამ” კიდევ ერთი კონტრშეტევა განახორციელა, ლუის გარსია ვალდესთან ერთი–ერთზე დარჩა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
33′ კიდევ ერთი მასიური შეტევა “ბარსასგან”. ჯერ მესიმ დაარტყა და პარედესი გადაეღობა, შემდეგ კი მაქსველმა უძლიერესი დარტყმა განახორციელა და რობერტომ მოიგერია.
38′ სანჩესი მოწინააღმდეგის საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან ურტყამს, თუმცა ბურთი პირდაპირ ხელებში მისდის რობერტოს.
39′
დავიდ მატეოსი (“სარაგოსა”) იღებს ტრავმას.
41′ მეტეოსს თავი შეუხვიეს და შიგნით რაღაც ჩაუდეს. არაუშავს, ქორწილამდე დაავიწყდება, რა თქმა უნდა უკვე თუ არაა დაქორწინებული.
42′
გოოოოოოოოოოოლ. და აი კიდევ ერთი გოლი. მესიიიიიიიიი. ლეომ ერთი მცველი ჩამოიშორა და შემდეგ ზუსტი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს.
43′ ანგარიშია 2:0, “ბარსელონა” იგებს.
45′ გაისმის მსაჯის სასტვენი. პირველი ტაიმი დასრულებულია.
46′ დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი.
46′
სტუმრებმა ცვლილებებით დაიწყეს ტაიმი. ლუის გარსიას ნაცვლად რუბენ მიკაელი გამოჩნდა მოედანზე, ხოლო პაბლო ბარერას ნაცვლად–ანხელ ლაფიტა.
47′ შესანიშნავად გათამაშებული კომბინაცია. მესის ბრწყინვალე პასი საჯარიმოში, ფაბრეგასი მეკარესთან ერთი–ერთზეა, თუმცა რობერტომ ეს ბურთიც მოიგერია.
49′ მაქსველი ერთი–ერთზე ტოვებს ფაბრეგასს კიდევ ერთხელ მეკარესთან, მაგრამ გვერდითი არბიტრი თამაშგარე მდგომარეობას აფიქსირებს.
51′ “სარაგოსასერთ–ერთი იშვიათი შეტევა. ბურთი საჯარიმოში იქნა ჩაწოდებული რასაც დარტყმა მოჰყვა, რომელსაც კეიტა გადაეღობა, შემდეგ ბურთი ბარერას მიუგორდა და ფეხბურთელიც მზად იყო ანგარიშის შესამცირებლად, მაგრამ პუიოლმა თავგანწირული ვარდნა განახორციელა და გამოიტინა ბურთი.
53′ ძალიან სახიფათო ჯარიმა ინიშნება “სარაგოსას” კართან. სტუმრებმა მესი წააქციეს. ვნახოთ რა მოხდება.
53′ ალვესი ურტყამს ძლიერად, მაგრამ კედელში მდგომ ფეხბურთელებს ხვდებათ ბურთი.
54′
გოოოოოოოოლ. პუიოლიიიიი. ფაბრეგასის ჩაწოდება, კეიტა თავით უგდებს ბურთს პუიოლს და კაპიტანიც ამ სეზონში თავის პირველ გოლს იტანს.
56′ კიდევ ერთი ჯარიმა. ამჯერად სტუმრებმა სანჩესის წინააღმდეგ იუხეშეს.
56′
ცვლილებები “ბარსას” შემადგენლობაში. ჩავის ნაცვლად ტიაგო შემოდის მოედანზე, ხოლო კეიტას ნაცვლად–ინიესტა.
57′ ჯარიმა მესიმ შეასრულა. მან ბურთი პიკეს ჩაუწოდა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. განმეორებაზე ჩანს, რომ ეს აბსურდია.
62′ დავიდ ვილამ დაიწყო გახურება და სავარაუდოდ შევა მოედანზე. ამას “კამპ–ნოუზე” შეკრებილი გულშემატკივრების მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.
63′
რუბენ მიკაელი (“სარაგოსა”) იღებს ყვითელ ბარათს.
66′ მესი მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს პასს პუიოლს აძლევს. კარლესს ფეხი უცდება და იქცევა, თუმცა სწრაფადვე დგება, თავადვე მირბის მოწინაამდეგესთან და იბრუნებს ბურთს.
67′
და აი დავიდ ვილაც გამოჩნდა მოედანზე. მან სესკ ფაბრეგასი შეცვალა. ამ დროისათვის, ხოსეპ გვარდიოლამ უკვე სამივე ცვლილება განახორციელა.
73′ თამაში წყნარად მიმდინარეობს. “ბარსელონა” ფლობს უპირატესობას და მშვიდად ათამაშებს ბურთს.
74′ მესის ბრწყინვალე გარბენი, შესანიშნავი პასი და ინიესტა ერთი–ერთზეა მეკარესთან, თუმცა მის დარტყმულს რობერტო იგერიებს.
75′
გოოოოოოოოოლ. ვილააააააა. კუენკას ბრწყინვალე თამაში, შესანიშნავი ჩაწოდება საჯარიმოში და დავიდ ვილას გოლი. როგორც იქნა ესპანელმა თითქმის ორ თვიანი შესვენების შემდეგ გაიტანა ლა ლიგაში.
79′
ცვლილება “სარაგოსას” შემადგენლობაში. პარედესის ნაცვლად მოედანზე აბრაჰამი შემოდის. ამით სტუმრებმაც ამოწურეს ცვლილებათა ლიმიტი.
85′ “ბარსელონა”, ანგარიშის მიუხედავად, მაინც აგრძელებს შეტევას. ვნახოთ მოახერხებენ თუ არა კატალონიელები ამ მატჩის ცნობილი ანგარიშით, 5:0 დამთავრებას.
87′ ტიაგოს, მოედანზე შემოსვლის შემდეგ ცოტა აღელვება ეტყობა. უკვე რამდენიმეჯერ მოუვიდა შელაპარაკება მოწინააღმდეგესთან.
90′ მსაჯმა 2 წუთი დაამატა ძირითად დროს.
91′ ალვესის შესანიშნავი პასი, მესი მარჯვნიდან შევიდა საჯარიმოში და ცენტრისკენ გაგზავნა ბურთი, სადაც კუენკა იმყოფებოდა და მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ მცირე მანძილით აცდა ბურთი მიზანს.
92′ გაისმის მსაჯის საფინალო სასტვენი. ყველა “ბარსელონას” გულშემატკივარს გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, 4:0.
პ.ს. ვეცდები, “ბარსელონას” მომავალ თამაშებზეც შემოგთავაზოთ ტექსტური ტრანსლაციები.