ეს კვირა ძალიან კარგი გამოდგა იმ მხრივ, რომ მოხდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომლებსაც ვიდეოების სახით გთავაზობთ.
1. რონალდინიო კვლავ აგრძელებს ჩვენთვის სიამოვნების მონიჭებას. ამჯერად მან “კორიტიბას” წინააღმდეგ ჩაიდანა საოცრებები და ბურთის კარგად დამუშავების შემდეგ, თანაგუნდელს ბრწყინვალე პასი გაუკეთა
2. მეორე ბრაზილიელი რობინიო კი ადრეული ასაკიდანვე აჩვევს თავის შვილს ბურთით თამაშს და როგორც ვიდეოში ჩანს, პატარა ბიჭს ნამდვილად დიდი მომავალი აქვს
3. სერხიო რამოსმა აი ასეთი ლამაზი ფინტი გააკეთა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე
4. ეს კი უკვე არგენტინის ნაკრების ვარჯიში, სადაც მესიმ ზაბალეტა “დააბნია”
5. კვლავ მესი, ოღონდ ამჯერად უკვე კოლუმბიასთან თამაშისას, როდესაც იგი წააქციეს, შემდეგ კი თავში ბურთი გაარტყეს
6. ახლა კი გასაოცარი გოლი, რომელიც ესპანეთის ერთ–ერთ დაბალ ჩემპიონატში გავიდა. “ოვიედოს” ფეხბურთელმა მარტინსმა, ცენტრიდან უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით აიღო “კორუსოს” კარი