ცნობილი გახდა ის 10 გოლი, რომლიდანაც აირჩევა 2011 წლის ყველაზე საუკეთესო. ამ გოლებში ასევე შესულია ლიონელ მესის ბრწყინვალე გოლი, როდესაც მან ლონდონის “არსენალის” მეკარე რაღაც საოცარი მოძრაობით მოატყუა და შემდეგ ცარიელ კარში წყნარად შეაგდო ბურთი. სრული სია კი ასე შედგება:
1. უეინ რუნი. “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის გოლი “მანჩესტერ სიტის” კარში
2. ლიონელ მესი. კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის გოლი “არსენალის” კარში
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი. “მილანის” თავდამსხმელის გოლი “ლეჩეს” კარში
ნეიმარი. “სანტოსის” თავდამსხმელის გოლი “ფლამენგოს” კარში
5. დეიან სტანკოვიჩი. “ინტერის” ნახევარმცველის გოლი “შალკეს” კარში
6. ჯოვანი დოს სანტოსი. მექსიკის ნაკრების თავდამსხმელის გოლი აშშ–ის კარში
7. ხულიო გომესი. მექსიკის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის გოლი გერმანიის კარში
8. ლისანდრო ლოპესი. “არსენალის” მცველის გოლი “ოლიმპოსთან” მატჩში
9. ბენჟამინ დე კიულარი. “ლოკერენის” თავდამსხმელის გოლი “ბრიუგესთან” მატჩში
10. ჰიტერ ო’რაილი. აშშ–ის თავდამსხმელის გოლი კოლუმბიასთან მატჩში
თქვენი ფავორიტი გოლისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ფიფას ოფიციალურ საიტზე. ხმის მიცემა გაგრძელდება 5 დეკემბრამდე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის 9 იანვარს.