ფეხბურთელი კონტრაქტს ორშაბათს მოაწერს ხელს. 2012/13 სეზონამდე მისი ფასი 12 მილიონი ევრო იქნება, ხოლო მომდევნო სეზონში ეს ფასი 30 მილიონ ევრომდე გაიზდება.
”ბარსელონამ” მიაღწია შეთანხმებას რაფაელ ალკანტარა დო ნასიმენტოსთან, ”რაფინიასთან” კონტრაქტის 2014 წლამდე გასაგრძელებლად. მომდევნო სეზონში მის გამოსასყიდად კლუბებს 12 მილიონის გადახდა მოუწევთ, ხოლო 2 წლის შემდეგ 30 მილიონი ევროსი.
რაფა ალკნატარა ამჟამად ”ბარსაში” მე-6 სეზონს ატარებს მას შემდეგ, რაც ”სელტადან” გადაბარგდა იქ უფროს ძმასთან, ტიაგოსთან ერთად. ის დაიბადა სან პაულოში და ფეხბურთის თამაში ”ფლამენგოს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. მას შემდეგ, რაც მამამ, მაზინიომ ხელშეკრულება გააფორმა ”ვალენსიასთან” ოჯახი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ისინი ქალაქ ვიგოში დასახლდნენ. 13 წლის რაფინიამ ვარჯიში ”სელტას” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, რის შემდეგაც ის ”ბარსელონას” ასაკობრივ გუნდ, ”Infantil A”-ში ჩაირიცხა.
მას შემდეგ, რაც ის ”ბარსაში” გადავიდა ძალიან სწრაფად და მუდმივად პროგრესირებდა. რაფინია წამყვანი ფეხბურთელი იყო ოსკარ გარსია ჟუნიენტის 17 წლამდელთა გუნდის 2010/11 სეზონში. ამავე წელს ”ბარსა ბ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შენიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭი და ის მის გუნდში დააწინაურა. რაფინიამ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ამ სეზონში კი ”ბარსა ბ”-მ მე-3 ადგილი დაიკავა სეგუნდა დივიზიონში. რაფინიამ 2010/11 სეზონში ”ბარსა ბ”-ში 9 მატჩი გამართა. მან ერთადერთი გოლი ”სალამანკას” გაუტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის თვისებებმა და თამაშებმა პეპ გვარდიოლა არ გააკვირვა. ”ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა მას რამდენჯერმე უხმო პირველ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ. 9 ნოემბერს კი სამეფო თასის 1/16 ფინალურ მატჩში, ”ოსპიტალეტთან” რაფინიას დებიუტი შედგა ”ბარსელონას” პირველ გუნდში.