
“ბარსელონას” ფორვარდის ლიონელ მესის მტკიცებით არგენტინის ნაკრები საუკეთესოა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე წარდგენილი გუნდებიდან.
22 წლის ფეხბურთელი ცდილობს შეინარჩუნოს ის სათამაშო ფორმა, რომელიც მას წლევანდელ სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში ქონდა.
არგენტინა, რომელმაც მსოფლიოს თასი 1978 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მოიგო, წელსაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფავორიტია და შეეცდება საკუთარი ძალები მსოფლიოს დაუმტკიცოს.
ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ჯერა: “მოთამაშე მოთამაშისათვის, სწორედ ასეთი სიტუაციოაა ჩვენს გუნდში და არგენტინა ამის გამო საუკეთესოა.” თქვა მან.
“არაფერზე არ ვნერვიულობ, მე აქ ჩამოვედი რათა ყველაფერი უკეთ გავაკეთო ჩემთვის და ჩემი გუნდელებისათვის.”
მესიმ ჩაატარა დიდებული სეზონი “ბარსელონას” შემადგენლობაში, მოხსნა ლა ლიგის რეკორდი (გაიტანა 34 გოლი) და გახდა აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი.
soccerway.com