workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა

ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა

მას შემდეგ, რაც ევროპული თავგადასავალი დასრულდა, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” სეზონის მთავარ სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ.

12 თამაში

“ბარსელონამ” ლიგის ფაზაში, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, პლეი ოფის ეტაპის გავლის საჭიროების გარეშე, ასპარეზობა 12 ჩატარებული მატჩით დაასრულა. “ბარსელონამ” შვიდი მოგება (ხუთი ლიგის ფაზაში, პლუს საპასუხო მატჩებში გამარჯვებები “ნიუკასლთან” და “ატლეტიკოსთან”), ორი ფრე (ლიგის ფაზაში “ბრიუგესთან” და მერვედფინალის პირველ მატჩში “ნიუკასლთან”) და სამი მარცხი (ლიგის ფაზაში “პარი სენ-ჟერმენთან” და “ჩელსისთან”, ხოლო მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკოსთან”) დააფიქსირა.

ლამინ იამალი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფეხბურთელი

874 ნათამაშები წუთით, ლამინ იამალი ამ ტურნირზე ჰანსი ფლიკის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ფეხბურთელი იყო. მას ჟიულ კუნდე (868), ჟოან გარსია (802), ფერმინ ლოპესი (801) და ჟერარ მარტინი (791) მოჰყვებიან.

32 გოლი

თამაშში საშუალოდ 2.67 გოლით, ჯამში 32 გატანილი გოლით (25 საჯარიმოს შიგნიდან და 6 გარედან), “ბარსელონამ” საკუთარი შემტევი ძალა კიდევ ერთხელ აჩვენა. 14 გოლი მარჯვენა ფეხით, 13 მარცხენათი, 4 კი თავით გავიდა. დარჩენილი ერთი გოლი “იან ბრეიდელის” სტადიონზე 3-3 დასრულებულ მატჩში ცოლისის (“ბრიუგე”) ავტოგოლი იყო. ამ სეზონში “ბარსელონამ” ასევე ოთხი პენალტი (სამი ლამინ იამალმა და ერთი რაფინიამ) გამოიყენა.

ბომბარდირები ფერმინი და ლამინი არიან

32 გოლი ბევრ ფეხბურთელზე გადანაწილდა, თუმცა ექვს-ექვსი გოლით ლამინ იამალი და ფერმინ ლოპესი ლიდერობდნენ, რომლებსაც 5 გოლით მარკუს რაშფორდი მოჰყვებოდა. რობერტ ლევანდოვსკიმ 4 გოლი გაიტანა, ხოლო რაფინიამ და ფერან ტორესმა 3-3 გოლი დაამატეს. სიას კუნდე (2), ოლმო (1) და ბერნალი (1) ცოლისის ავტოგოლთან ერთად ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გოლებში მინიმუმ ათი მონაწილეობა (6 გოლი და 4 ასისტი 18 წლისა და 275 დღის ასაკში) დააფიქსირა.

20 გაშვებული გოლი

დაცვა გასაუმჯობესებელი ზონაა. “ბარსელონამ” თამაშში საშუალოდ 1.67 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა ვერცერთხელ შეძლო. ეს მომავალ გათამაშებებში გამოსასწორებელი საკითხია.

24 ყვითელი, 3 წითელი

“ბარსელონამ” 12 მატჩში 24 ყვითელი ბარათი მიიღო, ყველაზე მეტჯერ კი ლამინ იამალი (4) და ფრენკი დე იონგი (3) გააფრთხილეს. ასევე სამი წითელი ბარათი დაფიქსირდა. რონალდ არაუხო ლიგის ფაზაში “ჩელსისთან” (44-ე წუთზე) გააძევეს. დანარჩენი ორი კი “ატლეტიკოსთან” მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში დაფიქსირდა: პირველ მატჩში (44-ე წუთზე) პაუ კუბარსიმ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში (79-ე წუთზე) ერიკ გარსია გააძევეს.

ისევ საუკეთესოებში

ლიგის ფაზის მქონე ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დანერგვის შემდეგ, “ბარსელონამ” ორივე გათამაშებაში საუკეთესო რვა გუნდს შორის დაასრულა. გასულ სეზონში 19 ქულით (6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) კატალონიელები “ლივერპულის” შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. ამ სეზონში კი 16 ქულით (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • Koundè 23
    schedule 16 აპრ 2026, 20:55
    #20

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: Bakero

    ციტატა: rivaldo80
    იუვეს ბრემერით ინტერსდებიან არადა თავის დროზე მაგრად დაიწყო კარგად თამაშობდა


    საშინელებაა ბრაზილია : საფრანგეთს თუ უყურე ? მაგ თამაშში იდგა იმდენად ცუდი იყო რომ შემდეგ თამაშში ხორვატიასთან საერთოდ აღარ ჰყავდა შეცვლაშიც მე არ მესმის გაბრიელ მაგალიაეშს რატომ არ იძახებს …..იმდენად უჭირს დაცვის ცენტრში რომ 41! წლის ტიაგო სილვა გამოიძახა :)))))))))))))))))))))))))))))) უნდა გავსინჯო მსოფლიომდე ამხანაგურებშიო :))))))))))))))))))))


    ხოო ახლა ცუდად თამაშობს მაგრამ შარშან კარგი იყო ეგ ულაგებდა იუვეს დაცვას.კარლოს თავისი სიგიჟები ჭირს თან ფედერაცია თხოვს ლიგიდან უნდა იყოს ფეხბურთელები

    ციტატა: Koundè 23
    ბარსამ რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროს ფერან ტორესი, რობერტ ლევანდოვსკი, რონალდი არაუჯო, კრინსტენსენი, და შტერ შტეგენი!!!! მოსაყვანია ტოპ კლასის ცენტრარული მცველი და სუფთა 9 ნომერი გოლების გატანა და მომენტების რეალიზაცია ვისაც შეუძლია და არა ის რო ერთი ერთზე ტრიბუნებზე აგდებდეს ბურთს


    ეგრე ადვილი არა ყიდვა გაყიდვა სამგორის ბაზრობა კი არა ყველამ იცის შენი გასაჭირი არავინ არ იყიდის კარგ ფასად.აი კაცურად შენ ხარ კლუბის პრეზიდენტი არაუხოს იყიდი? ალალად თქვიი😂😂😂 ან ტორეს რომ ყიდი ახალი ნაყიდი 9 რომ დაიმტვრეს ვის აყენებ?😂


    ეხლა შენ მითხარი ალალად დეკუს თანამოაზრეხარ თუ გულშემატკივარი? მოგეონ ფერან ტორესი? ნევისმიერი საშვალო დონის გუნდში ითამაშებს როგორიცაა ვალენსია ბეტისი სელტა სევილია ბრაიტონი ვესთემი კრისტალპალასი და კიდე მსგავს დონოს გუმდები აი ამ გუნდებიდან რომელიეს პრეზიდენტი რომ ვიყო და რომ ვიცოდე ჩემი კლუბის მაქსიმუმუ ევროპა ლიგა ან კომფერენც ლიგაა დიდი სიამოვნებით წავიყვანდე რატომაც არა მარა აქ სხვა მოთხოვმებია 10 მომენტი რო შეგექმნება ან შეგიქმნიან და 1 ვერ მოარტყავ კარში ბარსას დონის არხარ ეგრე მაგრად თუ ვინმეს უყვარდა ფერანი არ ვიცოდი😂😂😂😂😂

  • rivaldo80
    schedule 16 აპრ 2026, 20:04
    #19

    ციტატა: Bakero

    ციტატა: rivaldo80
    იუვეს ბრემერით ინტერსდებიან არადა თავის დროზე მაგრად დაიწყო კარგად თამაშობდა


    საშინელებაა ბრაზილია : საფრანგეთს თუ უყურე ? მაგ თამაშში იდგა იმდენად ცუდი იყო რომ შემდეგ თამაშში ხორვატიასთან საერთოდ აღარ ჰყავდა შეცვლაშიც მე არ მესმის გაბრიელ მაგალიაეშს რატომ არ იძახებს …..იმდენად უჭირს დაცვის ცენტრში რომ 41! წლის ტიაგო სილვა გამოიძახა :)))))))))))))))))))))))))))))) უნდა გავსინჯო მსოფლიომდე ამხანაგურებშიო :))))))))))))))))))))


    ხოო ახლა ცუდად თამაშობს მაგრამ შარშან კარგი იყო ეგ ულაგებდა იუვეს დაცვას.კარლოს თავისი სიგიჟები ჭირს თან ფედერაცია თხოვს ლიგიდან უნდა იყოს ფეხბურთელები

    ციტატა: Koundè 23
    ბარსამ რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროს ფერან ტორესი, რობერტ ლევანდოვსკი, რონალდი არაუჯო, კრინსტენსენი, და შტერ შტეგენი!!!! მოსაყვანია ტოპ კლასის ცენტრარული მცველი და სუფთა 9 ნომერი გოლების გატანა და მომენტების რეალიზაცია ვისაც შეუძლია და არა ის რო ერთი ერთზე ტრიბუნებზე აგდებდეს ბურთს


    ეგრე ადვილი არა ყიდვა გაყიდვა სამგორის ბაზრობა კი არა ყველამ იცის შენი გასაჭირი არავინ არ იყიდის კარგ ფასად.აი კაცურად შენ ხარ კლუბის პრეზიდენტი არაუხოს იყიდი? ალალად თქვიი😂😂😂 ან ტორეს რომ ყიდი ახალი ნაყიდი 9 რომ დაიმტვრეს ვის აყენებ?😂

  • Barca
    schedule 16 აპრ 2026, 19:41
    #18

    70 მილიონი თუ ბასტონიში გადაიხადეს მერე ფორვარდისთვის რამდენი დარჩება ან რამდენს გადაიხდიან?

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 აპრ 2026, 19:32
    #17

    ციტატა: პენდრაგონი
    ტორესი უნდა დარჩეს ერთი სეზონით კიდევ


    როტაციისთვის არაა ცუდი
    პრესინგი იცის და ფუტკარივით მშრომელია
    ზამენასთვის იდეალურია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 აპრ 2026, 19:28
    #16

    ტორესი უნდა დარჩეს ერთი სეზონით კიდევ

  • Rick Sanchez
    schedule 16 აპრ 2026, 18:11
    #15

    ციტატა: Bakero

    ციტატა: rivaldo80
    იუვეს ბრემერით ინტერსდებიან არადა თავის დროზე მაგრად დაიწყო კარგად თამაშობდა


    საშინელებაა ბრაზილია : საფრანგეთს თუ უყურე ? მაგ თამაშში იდგა იმდენად ცუდი იყო რომ შემდეგ თამაშში ხორვატიასთან საერთოდ აღარ ჰყავდა შეცვლაშიც მე არ მესმის გაბრიელ მაგალიაეშს რატომ არ იძახებს …..იმდენად უჭირს დაცვის ცენტრში რომ 41! წლის ტიაგო სილვა გამოიძახა :)))))))))))))))))))))))))))))) უნდა გავსინჯო მსოფლიომდე ამხანაგურებშიო :))))))))))))))))))))


    არსენალმა არცერთი მცველი არ გაუშვა თავიანთ ნაკრებებში. ყველაზე ტრავმა მოიმიზეზეს.

  • Bakero
    schedule 16 აპრ 2026, 17:11
    #14

    ციტატა: rivaldo80
    იუვეს ბრემერით ინტერსდებიან არადა თავის დროზე მაგრად დაიწყო კარგად თამაშობდა


    საშინელებაა ბრაზილია : საფრანგეთს თუ უყურე ? მაგ თამაშში იდგა იმდენად ცუდი იყო რომ შემდეგ თამაშში ხორვატიასთან საერთოდ აღარ ჰყავდა შეცვლაშიც მე არ მესმის გაბრიელ მაგალიაეშს რატომ არ იძახებს …..იმდენად უჭირს დაცვის ცენტრში რომ 41! წლის ტიაგო სილვა გამოიძახა :)))))))))))))))))))))))))))))) უნდა გავსინჯო მსოფლიომდე ამხანაგურებშიო :))))))))))))))))))))

  • Clever liar
    schedule 16 აპრ 2026, 16:52
    #13

    რა ფეხბურთელიც იყო არბელოა, ისე კი დაასრულა ზუსტად სეზონი და მეტი რას ერჩით :))

  • Just_Barca_Lover
    schedule 16 აპრ 2026, 16:24
    #12

    ციტატა: Koundè 23
    ბარსამ რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროს ფერან ტორესი, რობერტ ლევანდოვსკი, რონალდი არაუჯო, კრინსტენსენი, და შტერ შტეგენი!!!! მოსაყვანია ტოპ კლასის ცენტრარული მცველი და სუფთა 9 ნომერი გოლების გატანა და მომენტების რეალიზაცია ვისაც შეუძლია და არა ის რო ერთი ერთზე ტრიბუნებზე აგდებდეს ბურთს


    ზოგადად მომენტების გამოუყენებლობის სერიოზული პრობლემა გვაქვს, შექმნილი მომენტებიდან უმეტესობას მაზავენ, ხან მეკარეს არტყამენ ხან შტანგას და ხანაც მაყურებელს.

  • Koundè 23
    schedule 16 აპრ 2026, 16:14
    #11

    ბარსამ რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროს ფერან ტორესი, რობერტ ლევანდოვსკი, რონალდი არაუჯო, კრინსტენსენი, და შტერ შტეგენი!!!! მოსაყვანია ტოპ კლასის ცენტრარული მცველი და სუფთა 9 ნომერი გოლების გატანა და მომენტების რეალიზაცია ვისაც შეუძლია და არა ის რო ერთი ერთზე ტრიბუნებზე აგდებდეს ბურთს

  • rivaldo80
    schedule 16 აპრ 2026, 14:35
    #10

    იუვეს ბრემერით ინტერსდებიან არადა თავის დროზე მაგრად დაიწყო კარგად თამაშობდა

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 აპრ 2026, 08:34
    #9

    ციტატა: კატალონი
    ვინც წუხართ იმით რომ იამალმა შესაძლოა გუნდი დატოვოს რადგან ლიგაზე ზედიზედ მეორედ გამოვვარდით
    CALMA !
    მბაპე ხო ლიგას ლიგაზე დებს :დ

    ლიგა კი არა რაც რეალში გადავიდა გუნდმა ტიტული ვეღარ მოიგო
    პსჟ-დან როგორც კი წავიდა გუნდმა ნანატრი ტიტული მოიგო
    მსოფლიოს ფინალში 3 გოლი გაიტანა და მაინც წააგო
    ელ კლასიკოში 3 გოლი გაიტანა და მაინც წააგო
    ორივე ანტირეკორდია :დდდ
    იამალს უკვე 2 სეზონში 4 ტიტული აქვს და მეხუთის მოლოდინშია :)))


    რა გუნდის დატოვება
    ვიდეო დაიდო როგორ კოცნის ბარსას ლოგოს
    ზედმეტად კულეა იამალი ,

  • INI_BARCA
    schedule 16 აპრ 2026, 02:10
    #8

    ციტატა: კატალონი
    ვინც წუხართ იმით რომ იამალმა შესაძლოა გუნდი დატოვოს რადგან ლიგაზე ზედიზედ მეორედ გამოვვარდით
    CALMA !
    მბაპე ხო ლიგას ლიგაზე დებს :დ

    ლიგა კი არა რაც რეალში გადავიდა გუნდმა ტიტული ვეღარ მოიგო
    პსჟ-დან როგორც კი წავიდა გუნდმა ნანატრი ტიტული მოიგო
    მსოფლიოს ფინალში 3 გოლი გაიტანა და მაინც წააგო
    ელ კლასიკოში 3 გოლი გაიტანა და მაინც წააგო
    ორივე ანტირეკორდია :დდდ
    იამალს უკვე 2 სეზონში 4 ტიტული აქვს და მეხუთის მოლოდინშია :)))


    ახლა პსჟ-მ ზედიზედ ორი ლიგა რომ დადოს ხშირად მაგის ღირსია მბაპე, ჯერ პსჟ-ს გამოწოვა მილიონები მერე რეალს, რამდენადაც კარგი ფეხბურთელია იმდენად არაკაცია.

    ყანაზე ჰგონიათ რომ მსაჯი ბაიერნისკენ იყო. სერიოზული პრობლემები აქვთ და უნდა ვთქვა მეტი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ყველანაირი ხუმრობის გარეშე.

  • კატალონი
    schedule 16 აპრ 2026, 02:01
    #7

    ვინც წუხართ იმით რომ იამალმა შესაძლოა გუნდი დატოვოს რადგან ლიგაზე ზედიზედ მეორედ გამოვვარდით
    CALMA !
    მბაპე ხო ლიგას ლიგაზე დებს :დ

    ლიგა კი არა რაც რეალში გადავიდა გუნდმა ტიტული ვეღარ მოიგო
    პსჟ-დან როგორც კი წავიდა გუნდმა ნანატრი ტიტული მოიგო
    მსოფლიოს ფინალში 3 გოლი გაიტანა და მაინც წააგო
    ელ კლასიკოში 3 გოლი გაიტანა და მაინც წააგო
    ორივე ანტირეკორდია :დდდ
    იამალს უკვე 2 სეზონში 4 ტიტული აქვს და მეხუთის მოლოდინშია :)))

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 აპრ 2026, 01:46
    #6

    ციტატა: Barca
    ფორვარდად გიოკერეშზე რას იტყვით? ნუ ცუდი თუა არსენალში მაგას არაუშავს ისეთი სტილით თამაშობს არსენალი შეიძლება ვერ ჩაჯდა კარგად. რაც შეეხება გიოკერეშს მაღალია მეორე სართულზე თამაში ისე თუ ასე შეუძლია და პრესინგზეც კარგია. ფინიშიც კარგი აქ მგონი


    გიოკერეშს მარმუში არ ჯობს?
    თან სიტისთან ვერ აეწყო

  • Barca
    schedule 16 აპრ 2026, 01:22
    #5

    ფორვარდად გიოკერეშზე რას იტყვით? ნუ ცუდი თუა არსენალში მაგას არაუშავს ისეთი სტილით თამაშობს არსენალი შეიძლება ვერ ჩაჯდა კარგად. რაც შეეხება გიოკერეშს მაღალია მეორე სართულზე თამაში ისე თუ ასე შეუძლია და პრესინგზეც კარგია. ფინიშიც კარგი აქ მგონი

  • cruyff9
    schedule 16 აპრ 2026, 01:03
    #4

    წამოვიდა ამათი ანტიპალასაც 🤣🤣🤣ამათი ბ..ი დედას!!!!!!!!

  • კატალონი
    schedule 16 აპრ 2026, 00:58
    #3

    აი ხო ვთქვი ჩაუდო მაინც ბავარიამ სარდელი და მოუგეს მატჩიც ორივეგან
    რეალი ზედიზედ მეორე სეზონი 0 ტიტული <3

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 აპრ 2026, 00:00
    #2

    ციტატა: კატალონი
    უეფადრიდი ფორმაშია მაგრამ მაინც მგონია რომ ბაიერნი გავა


    ფსიქოლოგიურად ძან დიდი უპირატესობა აქვს უკვე რეალს
    მეეჭვება გამოაგდოს

  • კატალონი
    schedule 15 აპრ 2026, 23:54
    #1

    უეფადრიდი ფორმაშია მაგრამ მაინც მგონია რომ ბაიერნი გავა