ოფიციალურად: რაფინიას 5 კვირა გაუცდება

ოფიციალურად: რაფინიას 5 კვირა გაუცდება

“ბარსელონას” ბრაზილიელ, ფეხბურთელს. რაფინია მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა დაუდასტურდა, რაც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა. 

ტრავმა მან მიიღო ბრაზილია-საფრანგეთის ამხანაგურ მატჩში, ბოსტონში, სადაც დისკომფორტის გამო შესვენებაზე შეცვალეს. 

ფეხბურთელი უკვე ბრუნდება ბარსელონაში, სადაც შესაბამის მკურნალობას დაიწყებს. ოფიციალური ინფორმაციით მისი გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადა დაახლოებით ხუთი კვირაა.

“ბარსელონა” რაფინიას შემდეგ მატჩებში მოისაკლისებს: ატლეტიკო, ატლეტიკო (ჩემპიონთა ლიგა), ესპანიოლი, ატლეტიკო (ჩემპიონთა ლიგა), სელტა, ხეტაფე, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი, ოსასუნა.

რაფინია ამ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია – მან 31 მატჩში 19 გოლი გაიტანა და კლუბის მეორე საუკეთესო ბომბარდირია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (43)

  • nika 54
    28 მარ 2026, 13:18

    კაროჩე რა, მორჩა ლიგაც და ლიგაც, უამისოდ გუნდი არ ჩანს მძინარეებს გვანან. ვერ აუკრძალეს წასვლა, ხო ეტყობოდა რო მთლად ჯანმრთელი არ იყო?

  • Don_Andresito
    28 მარ 2026, 11:41

    ციტატა: rivaldo80
    ერთერთი დაუფასებელი ფეხბურთელია ოიარზაბალი ცრუ 9 დღეს მაგაზე იდეალურად ცოტა ვინმე თუ თამაშობს.რავიცი როგორ არ ვიყიდეთ ან ვინმე სხვა გრანდმა გაუგებარია.


    მით უმეტეს 25 ზე მეტი არ დაგვიჯდებოდა წესით. ნაკრებშიც იტანს, გუნდთან კარგად შეთამაშებულია. სულ ბარსას ფეხბურთელების ასისტებით გააქვს ტიპს. დროებით მაინც გამოგვადგებოდა. ტორესზე 10 ჯერ უკეთესი საშემსრულებლო კლასი აქვს ტიპს. დახუჭული თვალებით ეძებენ ტიპებს, შეიძლება ეგ კაცი იყიდონ 35 ის რო გახდება მერე. ყველაზე მეტად დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირს გუნდს, ლევას სიბერის და ტორესის სიბეცის გამო და არც განიხილეს რო როგორმე საშუალო დონის ფორვარდი მაინც მოეყვანათ. არ ვიცი რა ეშველება ამ გუნდს. კასნელო გაარტყეს ერთი ისიც თითონ იჭიდავა მოსვლაზე ტიპმა და წამლად დაგვეცა კუნდე ბალდეს ტრამვების მერე, ეგ ტრანსფერიც რო გამაზულიყო წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებოდით ახლა, ტორენტსებით და ფარეებით მოგვიწევდა ატლეტიკოსთან თამაშები.

    მარა ჯერ სად ვართ, რაფინია პირველი მერცხალია, ესპანეთის თამაშები მოვიდეს, იქნებ ბოლომდე გაგვწიროს ღმერთმა და იამალი და პედრიც მიყვნენ. აღარც გავიდეთ მოედანზე მერე

  • Barca
    28 მარ 2026, 11:41

    ციტატა: Lasha Mamuladze
    Barca, ხოო რაფინიაა ფსევდოპატრიოტი მართალი ხარ, არ აქ მნიშვნელობა ამხანაგურია თუ ოფიციალური, მაგ აზროვნებას რაც ეხლა შენ გააზოარე აქ ჩვენი ნაკრებიც იზიარებს და მაგიტომაც დავრჩით მსოფლიოს მიღმა, ზუსტადაც რომ თუ თამაშობ მაქსიმუმი უნდა დადო, საერთოდ არ ვაბრალებ რაფინიას, მწვრთვნელს და სტაფს აქვს ეგ პასუხისმგებლობა, და მაგათმა უნდა განსაზღვრონ ვინ ითამაშოს და ვინ არა და როდის და რომელ მატჩში…რაფა იმედია მალე მოვა ჯანზე თუმცა, ისეთ მატჩებს ტოვებს რავი, ისეთი შეგრაზნება მაქ, რომ არამგონიაა მის გარეშე კონკურენცია გავუწიოთ ისედაც ახალგაზრდა გუნდიაა ბარსა, და მიუხედავად ყველაფრისა ჯერ კიდე აკლიათ გამოცდილება და დაღვინება ისეთ ტურნირზე როგორიცა არი უჩლ


    ალბათ სხვისთვის უნდა “დაგერეფლა”😂😂

  • Lasha Mamuladze
    28 მარ 2026, 11:33

    Barca, ხოო რაფინიაა ფსევდოპატრიოტი მართალი ხარ, არ აქ მნიშვნელობა ამხანაგურია თუ ოფიციალური, მაგ აზროვნებას რაც ეხლა შენ გააზოარე აქ ჩვენი ნაკრებიც იზიარებს და მაგიტომაც დავრჩით მსოფლიოს მიღმა, ზუსტადაც რომ თუ თამაშობ მაქსიმუმი უნდა დადო, საერთოდ არ ვაბრალებ რაფინიას, მწვრთვნელს და სტაფს აქვს ეგ პასუხისმგებლობა, და მაგათმა უნდა განსაზღვრონ ვინ ითამაშოს და ვინ არა და როდის და რომელ მატჩში…რაფა იმედია მალე მოვა ჯანზე თუმცა, ისეთ მატჩებს ტოვებს რავი, ისეთი შეგრაზნება მაქ, რომ არამგონიაა მის გარეშე კონკურენცია გავუწიოთ ისედაც ახალგაზრდა გუნდიაა ბარსა, და მიუხედავად ყველაფრისა ჯერ კიდე აკლიათ გამოცდილება და დაღვინება ისეთ ტურნირზე როგორიცა არი უჩლ

  • Barca
    28 მარ 2026, 10:33

    ციტატა: jacky iakovenko
    რაფინიას შეცვლა დღევანდელ ბარსელონაში ფერმინს და რაშფორდს კიარა არავის არ შეუძლია არც იამალს!!! რასაც რაფინია აკეთებეს ფლიკის ბარსაში ვერცერთი სხვა ფეხბურთელი ვერ აკეთებს ….. ეს ტრავმა კიდე მისი ბრალია, იცი დალოცვილო რა დესვს სასწორზე, როგორი მნიშვნელოვანი თამაშები გაქვს წინ და შენ მიდიხარ და თავს აკლავ ამხანაგურ თამაშს 💩ეგ არის უპასუხისმგებლო ფსევდოპატრიოტიზმი და მატრაქკვეცობა


    ასე პირდაპირ ვერ შეცვლიან მაგრამ ნაწილობრივ შეიძლება

  • jacky iakovenko
    28 მარ 2026, 10:30

    რაფინიას შეცვლა დღევანდელ ბარსელონაში ფერმინს და რაშფორდს კიარა არავის არ შეუძლია არც იამალს!!! რასაც რაფინია აკეთებეს ფლიკის ბარსაში ვერცერთი სხვა ფეხბურთელი ვერ აკეთებს ….. ეს ტრავმა კიდე მისი ბრალია, იცი დალოცვილო რა დესვს სასწორზე, როგორი მნიშვნელოვანი თამაშები გაქვს წინ და შენ მიდიხარ და თავს აკლავ ამხანაგურ თამაშს 💩ეგ არის უპასუხისმგებლო ფსევდოპატრიოტიზმი და მატრაქკვეცობა

  • Barca
    28 მარ 2026, 10:01

    რაფინიას შეცვლა ფერმინს შეუძლაი პრესინგის მხრივ. და ფერმინის ადგილზე ოლმოს დააყენებს ალბათ და გავის ფორმაში შესვლა დაგვჭირდება

  • LEVANII
    28 მარ 2026, 08:52

    ციტატა: giggs_ni
    ამან რატო დაგვღალა თავისი შუშა ფეხებით? გავიგეთ რომ მაგარია და ყველას გვჯერა მაგრამ როცა მნიშვნელოვანი ფაზაა , სულ ასეთ დროს რატო იტრავმება? ვინმე სტაბილურია მოსაყვანი თორე რაშფორდის და ამის არ დატრავმის იმედად შორს ვერ გავალთ…


    Მარტივი გგონია 90 წუთი გიჟივით რო აპრესინგებს? ადამიანია რობოტი კი არარი, ამის ტრავმა ანჩელოტის და ფლიკის ბრალია როტაცია არცერთს არ უყვარს და მაქსიმალურად წურავენ ფეხბურთელებს

  • M10 S9 D11
    28 მარ 2026, 03:34

    რაშფორდმა უნდა იკისროს თორე ცუდადაა ჩვენი საქმე

  • giggs_ni
    28 მარ 2026, 02:57

    cruyff9, აი იმენა ტვიმი მ.. რა …

  • cruyff9
    28 მარ 2026, 02:52

    ბიჭოოო ხო შეილება ისე ითამაშო ეგ ამხანაგური რო ტრამვა არ მიიღო არა?🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️

  • giggs_ni
    28 მარ 2026, 02:15

    ამან რატო დაგვღალა თავისი შუშა ფეხებით? გავიგეთ რომ მაგარია და ყველას გვჯერა მაგრამ როცა მნიშვნელოვანი ფაზაა , სულ ასეთ დროს რატო იტრავმება? ვინმე სტაბილურია მოსაყვანი თორე რაშფორდის და ამის არ დატრავმის იმედად შორს ვერ გავალთ…

  • rivaldo80
    28 მარ 2026, 02:04

    ერთერთი დაუფასებელი ფეხბურთელია ოიარზაბალი ცრუ 9 დღეს მაგაზე იდეალურად ცოტა ვინმე თუ თამაშობს.რავიცი როგორ არ ვიყიდეთ ან ვინმე სხვა გრანდმა გაუგებარია.

  • Albicelecte
    28 მარ 2026, 02:00

    იქნება რუნი მოსინჯოს მარცხნივ, როგორც მახსოვს კოპენჰაგენში უთამაშია მაგ პოზიციაზეც

  • Mariami Kh
    28 მარ 2026, 01:56

    მორჩა კინო, წავედით სახლში…
    იქნებ შემდეგ სეზონში მაინც გაგვიმართლოს…

  • MESSI 2017
    28 მარ 2026, 01:53

    სკ დაგვენძრა რაშფორდ რიისი ტრაკიცნაქ გამოჩნდა აგერ ურუგვაისთან😀 3-0ხე ატელტიკოსთან იყო კატასტროფა და ალხა რას იზამს ვასაქცევ სივრცეს ვინ მიცემს მაგას ატლეტიკოსთან ფერმინი დადგება ან ოლმო იმედია მანდ და იამალი 10ზე

  • kuko
    28 მარ 2026, 01:43

    ციტატა: Barca1980
    რაშფორდს თუ დარჩენა უნდა აგერ ბატონო შანსი და დაამტკიცოს რომ იმსახურებს, საკუთარ თავს კი არადა ყველაფერს უნდა გადაახტეს სხვა შანსი არ ექნება ამაზე უკეთესი რომ ფლიკსაც და ლაპორტასაც დაუმტკიცოს.


    მაგას რო ღამის დამტკიცება შეეძლოს რეგრესის არ განიცდიდა ადრეულ ასაკშივე. ერთადერთი რაფოსავით შავი საქმე გააკეთოს პრესინგზე ირბინოს ცხენივით და რა შანსებსაც მიიღებს მაქსიმალურად გამოიყენოს

  • Barca1980
    28 მარ 2026, 01:33

    რაშფორდს თუ დარჩენა უნდა აგერ ბატონო შანსი და დაამტკიცოს რომ იმსახურებს, საკუთარ თავს კი არადა ყველაფერს უნდა გადაახტეს სხვა შანსი არ ექნება ამაზე უკეთესი რომ ფლიკსაც და ლაპორტასაც დაუმტკიცოს.

  • Visca-barca
    28 მარ 2026, 01:19

    არაუხო რა ქაჯიც იყო იგივე დარჩა ნახეთ რაუქნა ფოდენს მოტეხა ფაქტიურად კოჭი ტიპმა