workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: რაფინიას 5 კვირა გაუცდება

ოფიციალურად: რაფინიას 5 კვირა გაუცდება

“ბარსელონას” ბრაზილიელ, ფეხბურთელს. რაფინია მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა დაუდასტურდა, რაც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა. 

ტრავმა მან მიიღო ბრაზილია-საფრანგეთის ამხანაგურ მატჩში, ბოსტონში, სადაც დისკომფორტის გამო შესვენებაზე შეცვალეს. 

ფეხბურთელი უკვე ბრუნდება ბარსელონაში, სადაც შესაბამის მკურნალობას დაიწყებს. ოფიციალური ინფორმაციით მისი გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადა დაახლოებით ხუთი კვირაა.

“ბარსელონა” რაფინიას შემდეგ მატჩებში მოისაკლისებს: ატლეტიკო, ატლეტიკო (ჩემპიონთა ლიგა), ესპანიოლი, ატლეტიკო (ჩემპიონთა ლიგა), სელტა, ხეტაფე, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი, ოსასუნა.

რაფინია ამ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია – მან 31 მატჩში 19 გოლი გაიტანა და კლუბის მეორე საუკეთესო ბომბარდირია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (43)

  • alen halilovic
    schedule 29 მარ 2026, 22:42
    #43

    რაშფორდი ჩემთვის ცენტრის კაცია, ფლანგიდან საერთოდ ვერ ამწვავებს რასაც ვუყურებ. მანჩესტერში შეიძლება, მარა ყოველ შემთხვევაში ბარსას სტილში ვერ ქაჩავს ფლანგზე

  • nika 54
    schedule 29 მარ 2026, 16:59
    #42

    ფიფამ ბარსელონას კომპენსაციას გადავუხდით რაფინიას ტრამვის გამოო.

  • Rick Sanchez
    schedule 29 მარ 2026, 15:00
    #41

    რაშფორდი ურუგვაისთან არ იყო ცუდი, იმედია რაფინიას დანაკლისს ოდნავ მაინც შეავსებს.