workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბალდეს, კუნდესა და დე იონგის დაბრუნების ვადები

ბალდეს, კუნდესა და დე იონგის დაბრუნების ვადები

“ბარსელონას” სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ფეხბურთელების დაბრუნება სასიცოცხლოდ სჭირდება – გუნდი იბრძვის როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ამ ეტაპზე ჰანსი ფლიკის განკარგულებაში სამი მოთამაშეა, რომლებიც ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესის ბოლო ეტაპზე არიან: ალეხანდრო ბალდე, ჟიულ კუნდე და ფრენკი დე იონგი.

გერმანელი მწვრთნელისა და კლუბის ექიმების პროგნოზით, სამივე ფეხბურთელი ნაკრებების პაუზის შემდეგ დაბრუნდება, თუმცა მათ შორის ყველაზე სწრაფად მოედანზე დაბრუნებას ბალდე შეძლებს.

ბალდე 3 მარტს, “ატლეტიკოსთან” თასის მატჩში, მარცხენა ბარძაყის ბიცეფსის ტრავმა მიიღო. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ის დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შესაძლოა უკვე 4 აპრილს, ისევ “ატლეტიკოსთან” მატჩში ითამაშოს და რეაბილიტაციის ვადაც ზუსტად დაემთხვეს პროგნოზს. 

კუნდეც იმავე შეხვედრაში დაშავდა – მას მარცხენა ბარძაყის ბიცეფსის დაზიანება აქვს. მისი ტრავმის ვადები ოფიციალურად არ დაზუსტებულა, თუმცა ცნობილია, რომ ბალდეზე ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი კვირით მეტი. შესაბამისად, მისი დაბრუნება “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის შესაძლებელია, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, ლა ლიგაში დაბრუნდება თუ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში.

რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, მან 26 თებერვალს ვარჯიშზე მიიღო მარჯვენა ფეხის ბიცეფსის ტრავმა. მისი გამოჯანმრთელების ვადად 5-6 კვირა სახელდებოდა. მეხუთე კვირა სწორედ “ატლეტიკოსთან” მატჩზე მოდის (4 აპრილს), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი რეაბილიტაციას ძალიან ფრთხილად უდგება, არაა გამორიცხული, რომ მისი დაბრუნება კიდევ ერთი კვირით გადაიდოს და ის მოედანზე “ესპანიოლთან” დერბიში ვიხილოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • PUIOL5
    schedule 27 მარ 2026, 15:10
    #9

    დიდად არცერთი არაა საჭირო. მაგ სამეულიდან კუნდეს შემცვლელი არ გვყავს. გონებაჩლუნგ ბალდეს კანსელუ მირჩევნია, ქეთინო დეიონგს კიდევ ბერნალი შეცვლის. მშვენივრად თამაშობს.

  • Rick Sanchez
    schedule 26 მარ 2026, 14:22
    #8

    დე იონგის სწრაფად დაბრუნება არაა საჭირო, დაისვენოს და მნიშვნელოვან ეტაპზე, მაგალითად ლიგის განმეორებით მატჩზე იყოს ხოდზე. აი კუნდე კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ატლეტიკოსთან ყველა მატჩში.

  • nika 54
    schedule 26 მარ 2026, 13:49
    #7

    ციტატა: Sardana
    ისე ძალიან საინტერესოა დე იონგი პედრი და ბერნალი ერთად))) კუნდეს რაც შეეხება ჯერარ მარტინის მერე ყველაზე სუსტია უკანა ხაზში,


    ნეტა იყვნენ ყველანი ფორმაში და ეჭვი არ მეპარება ფლიკი რაღაც სასწაულს მაინც მოიგონებს.

  • MESSI 2017
    schedule 24 მარ 2026, 22:24
    #6

    დეიონგზე მოფრთხილებაა საჭირო რო ტრამვა არ გამეორდეს დააჩქრას წინა ტრამვიდან დაბრუნება და მიიღო მერე ისევ ტრამვა როგორც კი მარტო მოუწია ნახევარ დაცვის თრევა ამიტოა გუნდში სიღრმე საჭიორ და არა სირო ფეხბურთეკების დევნა როგოირც კამბიაზო სოსიედადკს მეკარე და რაშფორდი არიან
    გრიმალდო მარცხნივ
    დუმფრიზი ან კანსელუ მარჯვნივ
    ცენტრში ვანდევენი
    კიდე ვინმე უფასო ტრანსფერი
    ვლაჰოვიჩი უფასოდ
    ვინმე ძირითადის ფორვარდი
    და სკამზე მარცხნივ ის ვირჯილი მალიორკადან
    მერე ცენტრში 1 ფეხბურთელი უნდა დიამატონ როგორმე რომ დეიონგის და პედრის ჩანაცვლება შეძლოს სკამიდან

  • NN
    schedule 24 მარ 2026, 16:20
    #5

    ჯერჯერობით ბიჭები ანაცვლებრნ თანაც საკმაოდ კარგად მაგრამ სეზონის დასკვნით ფაზაში მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამათი დაბრუნება მინიმუმ ლალიგის მატჩებზე როტაციისთვის ის პერიოდია ეხლა ზუსტად გუნდა მაქსიმუმს უნდა მიაღწიოს და მოუმატოს შანსი გვაქვს ლიგაზე და აღარ მინდა რა კიდე ინტერთან რაც მოხდა ისევ ისე სულელურად გამოვვარდეთ

  • Sardana
    schedule 24 მარ 2026, 16:10
    #4

    ისე ძალიან საინტერესოა დე იონგი პედრი და ბერნალი ერთად))) კუნდეს რაც შეეხება ჯერარ მარტინის მერე ყველაზე სუსტია უკანა ხაზში,

  • alwaysculerr
    schedule 24 მარ 2026, 15:55
    #3

    კუნდეა საჭირო, დანარჩენებს იდეალური ჩამნაცვლებელი გამოუჩნდა😉

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 24 მარ 2026, 14:54
    #2

    ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნებაზე დაიწერა და მართალია? 🤔

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 24 მარ 2026, 14:20
    #1

    ჩემი აზრით დე იონგის დაბრუნებას ბერნალი მაინც არ უნდა შეეწიროს