“ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში გამოკვეთილი ლიდერია სეზონის ბოლო სანაკრებო პაუზის წინ. ოთხქულიანი უპირატესობით კატალონიური გუნდი სეზონის გადამწყვეტ ეტაპს ძალიან ძლიერ პოზიციაში ხვდება და ტიტულის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ამ წარმატებაში დიდი წვლილი ჰანსი ფლიკს მიუძღვის, რომელიც ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
გერმანელმა სპეციალისტმა მარტში გუნდი სამივე მატჩში გამარჯვებამდე მიიყვანა: სან მამესზე “ატლეტიკთან” რთული 1-0 გამარჯვება, “სევილიასთან” დამაჯერებელი 5-2 მოგება და ბოლოს “რაიოსთან” 1-0 ტრიუმფი.
ამ იდეალური სერიის წყალობით, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხმების რაოდენობით აჯობა დიეგო სიმეონეს (“ატლეტიკო”) და ლუის კასტროს (“ლევანტე”).
ჰანსი ფლიკი ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად მეოთხედ დასახელდა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სპეციალისტი ესპანეთში არასრული ორი წელია, მუშაობს, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ სპეციალისტს აქვს – ერნესტო ვალვერდესა (8) და დიეგო სიმეონეს (5).
ალბათ თვის საფინიშო შეხვედრის მოგება ანუ ქულების დაუკარგავად დამთავრებას, რითავც რეალს კიდევ ერთხელ აჩვენა შუა თითი.
დაიმსახურა ნამდვილად
ეკუთვნის
ეს რაიოსთან1-0 სთვის ტრიუმფის დაძახნა რათემაა :დდდდ
ისე რო გამოიძახეს ეს ფეხბურთელები ნაკრებში უეჭველი უნდა ითამაშონ? იქნება ცოტა ათამაშონ და დაისვენონ ამხანაგური თამაშია მაინც
ფლიკს კანსელუს შენარჩუნება სურსო დაიწერა. უბრალოდ არაბული კლუბიდან უფასოდ უნდა წამოვიდეს და ხელფასის დიდ ნაწილზე უარი უნდა თქვას. თუ კანსელუ არ წამოვა ალტერნატივა გრიმალდოა. როგორც იქნა მიხვდნენ , რომ ბალდეს არ უნდა ანდონ ეგ პოზიცია მხოლოდ.
გასვლაზე ხეტაფესი და ოსასუნასი ძაან მეშინია
როგორ მეგონა რო გუშინ ატლეტიკო დააკარგინებდა ქულებს.