ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია რაიოსთან თამაშის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია რაიოსთან თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჟოან გარსია ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო ერიკ გარსია, რომელმაც გუნდთან ერთად არ ივარჯიშა, თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

მან განსაკუთრებით შეაქო გუნდის დამოკიდებულება და მენტალიტეტი და მაგალითად “ნიუკასლთან” შეხვედრა მოიყვანა:

გუნდი დინამიკური იყო, ინტენსიური და ყველა სიამოვნებას იღებდა თამაშით.

მწვრთნელმა ასევე გაიხსენა სეზონის დასაწყისში ნათქვამი ფრაზა “ეგო კლავს წარმატებას” და აღნიშნა, რომ მას შემდეგ სიტუაცია სრულად შეიცვალა:

ეს უკვე წარსულია. თუ ბოლო მატჩებს შევხედავთ, გუნდმა დიდი სამუშაო გასწია.

მან განმარტა, რომ “ნიუკასლთან” მატჩი დეტალურად გააანალიზეს:

ჩვენ გავაანალიზეთ “ნიუკასლთან” თამაში, გუნდი დინამიკური და ინტენსიური იყო. ყველა სიამოვნებას იღებს თამაშით – მოედანზე თუ სკამზე, და ეს მნიშვნელოვანია: გაიზარდა ფეხბურთის თამაშის შეგრძნება.

ჟოან გარსიაზე საუბრისას აღნიშნა:

ჟოან გარსიას შეუძლია თამაში და ბედნიერი ვარ მის გამო, მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით.

ერიკ გარსიას მდგომარეობაზე კი თქვა:

ის სკამზე იქნება და ვნახავთ. შეიძლება არ ითამაშოს, მაგრამ განაცხადში იქნება და ეს კარგი სიახლეა.

მის ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი:

ვფიქრობ, ახლა მზად არ არის წასასვლელად, გადატვირთულია, თუმცა შესანიშნავი სამუშაო გასწია. ნაკრებში წავა თუ არა, ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილებაა, არა ჩემი. ვნახავთ, ზაფხულში რა მოხდება.

ფლიკი არ ღელავს სანაკრებო პაუზის გამო:

როცა ბრუნდებიან, ახალ ენერგიას იღებენ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

გეგმაზე დაამატა:

როგორც ყოველთვის, ვივარჯიშებთ, მაგრამ ასევე დავისვენებთ. რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და მუშაობას გავაგრძელებთ.

რაშფორდის შესახებ:

ბოლო დღეებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ფრთხილად ვიყავით, ახლა 100%-ით მზადაა.

“რაიოზე” საუბრისას აღნიშნა:

ჩვეულებრივ, ერთნაირად თამაშობენ შინ და გასვლაზე. ინტენსიური და გამოცდილი გუნდია. ამას ველოდები მათგან.

ლევანდოვსკიზე:

მთავარია დინამიკა, აქტიურობა – ოთხშაბათს ეს დავინახე.

ფერანზე:

კარგად იმუშავა, სხვა დონეზეა, ყოველდღე ბევრს შრომობს. სწორედ ამას ველოდებით მათგან.

ჟერარ მარტინზე განსაკუთრებულად დადებითად ისაუბრა:

ის შრომისა და მენტალიტეტის მაგალითია. ჟერარმა ძალიან მოუმატა და რასაც ვხედავ, ფანტასტიკურია: სწორი მენტალიტეტითა და დამოკიდებულებით ყველაფერი შესაძლებელია.

ჩავი ესპარტზეც ისაუბრა:

ეს საოცარია, 18 წლის ასაკში – ორი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე ლა ლიგაში. საჭიროა სწორი მენტალიტეტი და შრომა. მას შეუძლია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდეს.

ბოლოს მადრიდულ დერბიზე თქვა:

არ ვიცი, ვუყურებ თუ არა. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვიგოთ “რაიოსთან”, ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი გულშემატკივრებისთვის… დანარჩენს ვნახავთ, ეს ისაა, რასაც ვერ ვაკონტროლებთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    schedule 22 მარ 2026, 14:42

    ერთი სული მაქვს ატლეტიკოსთან თამაშები როდის მოვა

  • nika 54
    schedule 22 მარ 2026, 13:24

    მთავარია ჩვენ მოვიგოთ, მითუმეტეს უნდა თუ არა რეალს ბარსელონაში სტუმრობა მაინც მოუწევს და არა მგონია გვაჯობოს.

  • joy
    schedule 21 მარ 2026, 19:44

    ციტატა: Barca1980
    მგონია რომ დაუწვება სიმეონე არბელოას! ქულაც რომ დააკარგვინოს , მისთვის არაფერი არ იცვლება , ასეც მესამე ადგილზეა და ისეც. სამაგიეროდ ბარსელონას აძლევს შანსს რომ ყველაზე დატვირთული პერიოდი ცოტა გაუადვილოს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე არაფერში არ აწყობთ. ამიტომაც რეალს დაუწვება და ჩვენთან თავს მოიკლავს ლა ლიგაშიც და ლიგაზეც რომ წნეხი გაზარდოს ჩვენზე. თანაც არც არავინ განსჯის თუ ბერნაბეუზე რეალთან წააგებს.


    სამწუხაროდ მეც ეგრე მგონია, ვალის მოხდის მიზნით გამოვლენ სათამაშოდ, დაისვენებენ შემდეგი თამაშებისათვის

  • Barca1980
    schedule 21 მარ 2026, 18:54

    მგონია რომ დაუწვება სიმეონე არბელოას! ქულაც რომ დააკარგვინოს , მისთვის არაფერი არ იცვლება , ასეც მესამე ადგილზეა და ისეც. სამაგიეროდ ბარსელონას აძლევს შანსს რომ ყველაზე დატვირთული პერიოდი ცოტა გაუადვილოს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე არაფერში არ აწყობთ. ამიტომაც რეალს დაუწვება და ჩვენთან თავს მოიკლავს ლა ლიგაშიც და ლიგაზეც რომ წნეხი გაზარდოს ჩვენზე. თანაც არც არავინ განსჯის თუ ბერნაბეუზე რეალთან წააგებს.