“ბარსელონასა” და “ნიუკასლ იუნაიტედის” დაპირისპირებისას (7-2) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი პენალტის მომენტს უკავშირდებოდა, სადაც კატალონიელებმა არა მხოლოდ ტექნიკა, არამედ ფსიქოლოგიური ხრიკებიც გამოავლინეს.
როდესაც “ბარსელონამ” პენალტი მოიპოვა, ჟერარდ მარტინი პენალტის ნიშნულთან დადგა და არავის მისცა ახლოს მისვლის საშუალება, რათა მოწინააღმდეგეებს ნიშნული არ დაეზიანებინათ. მსგავსი სცენა უკვე ვნახეთ პირველ მატჩშიც, როდესაც პენალტის შემდეგ ჟოაუ კანსელო აქტიურად იცავდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულს.
ამის შემდეგ სცენაზე გამოვიდა რაფინია, რომელმაც ბურთი აიღო და მეტოქეების ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანა. “ნიუკასლის” ფეხბურთელები ცდილობდნენ მის დესტაბილიზაციას სხვადასხვა ფრაზებით, თუმცა ბრაზილიელმა ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა.
ბოლო მომენტში რაფინიამ ბურთი გადასცა ლამინ იამალს, რომელმაც ხმაურისა და ზეწოლის ფონზე სიმშვიდე შეინარჩუნა და კონცენტრაცია არ დაკარგა.
ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში პენალტი მხოლოდ დარტყმა არ არის – ეს არის ნერვების, ტაქტიკისა და ფსიქოლოგიის ბრძოლა, სადაც “ბარსელონამ” აშკარა უპირატესობა მოიპოვა.
მენტალურად ძლიერი გუნდები, ნახევარ ფინალში ატლეტიკოსნაირ სი გუნდთან 4-0 არ აგებენ. გამოსწორდა მაგ მხრივ ბევრი რამე ფლიკის შემდეგ მაგრამ არც მასე რომ მენტაკობა ჩვენი ძლიერი მხარე იყოს. ტორესი და არაუხო გყავს გუნდში😕 რაის მენტალურ სიძლიერეზე მელაპარაკევი. ერთი დეპრესიაში სალოცავად წავიდა და შეიძლება მესამეჯერაც მაგან გამოგვაგდოს ლიგიდან. მეორე აბსოლუტურუ კრეტინია და ლამის ძირითადის კაცია. მაგის მენტალობა მოვტკან მე
საღოლ რაფინია/იამალი მშვენივრად დაალაგეს სიტუაცია
იამალის ოქროს ბურთს ველოდები მალე
მენტალურადაც ძალიან ძლიერი გუნდია ბარსა
მე კი მეგონა, იამალმა სთხოვა მბაპეს რეკორდი მომახსნევინეო. ვინც ვერ გაიგო აგიხსნით. 18 წლისა და 248 დღის ლამინ იამალი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლის გატანა მოახერხა. ესპანელმა ტალანტმა კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა, რომელმაც 10-გოლიან ნიშნულს 18 წლისა და 350 დღის ასაკში მიაღწია.