ლიონელ მესის 9️⃣0️⃣0️⃣

ლიონელ მესის 9️⃣0️⃣0️⃣

დღეს დილით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კარიერაში თავისი მე-900 გოლი გაიტანა.

მესის “ინტერ მაიამიმ” კონკაკაფის ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში “ნეშვილს” უმასპინძლა. ანგარიში ლეომ გახსნა, მაგრამ თამაში 1-1 დასრულდა და მაიამელები გათამაშებას გამოეთიშნენ.

ლიონელ მესი ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელსაც კარიერაში 900 გოლი დაუგროვდა ოფიციალურ მატჩებში.

არგენტინელს 900 გოლის გასატანად 1142 თამაში დასჭირდა (0.79 გოლი მატჩში), პორტუგალიელს კი 1238 თამაში (0.73 გოლი მატჩში).

გარდა ამისა მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში 900 გოლი დაუგროვდა. საიუბილეო გოლის გატანის დროს ლეო 38 წლისა და 268 დღის იყო.

ამ გოლების უმრავლესობა, კონკრეტულად კი 672 გოლი მესიმ “ბარსელონას” მაისურით გაიტანა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • Bakero
    20 მარ 2026, 00:23

    ღმერთმა 1000 მოგვალოცინოს მესი heart_eyes

  • Rick Sanchez
    19 მარ 2026, 20:35

    ციტატა: PUIOL5
    მესის რომ გააგდებ და
    მოიყვან ჩამოწერილ ლევანდოვსკის და
    დაღლეებულ ტორესს.


    ჩამოწერილმა ლევანდოვსკიმ თავისი საქმე გააკეთა, მადლობის მეტი არ გვეთქმის არაფერი.

  • Visca-barca
    19 მარ 2026, 16:17

    ციტატა: Moriarti
    Visca-barca,
    ოფიციალურია?


    კი

  • Moriarti
    19 მარ 2026, 15:49

    Visca-barca,
    ოფიციალურია?

  • Visca-barca
    19 მარ 2026, 15:46

    🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ჟოან გარსიას ტრავმა არ აქვს და შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება! ✊

  • MESSI 2017
    19 მარ 2026, 15:33

    ციტატა: PUIOL5
    მესის რომ გააგდებ და
    მოიყვან ჩამოწერილ ლევანდოვსკის და
    დაღლეებულ ტორესს.


    მესის რომ გააგდებ და გრიზმანს კაპიკებში რომ გაუშვებ უფრო სწორი იქნება მაგის კარმა კიდე აგუეროს კარიერის დასრულებით მივიღეთ რის გამოც ჯგუფშიც ჩავრჩით

  • nika 54
    19 მარ 2026, 13:15

    არგენტინელს 900 გოლის გასატანად 1142 თამაში დასჭირდა (0.79 გოლი მატჩში), პორტუგალიელს კი 1238 თამაში (0.73 გოლი მატჩში).
    საუკეთესო წლებში მახსოვს მატჩში 0,84 გოლი გამოსდიოდა და 2011-ში ხო საერთოდ 1,5.

  • PUIOL5
    19 მარ 2026, 13:00

    მესის რომ გააგდებ და
    მოიყვან ჩამოწერილ ლევანდოვსკის და
    დაღლეებულ ტორესს.

  • SHOTEX_ERADZE1992
    19 მარ 2026, 12:59

    მალე 1000 გოლი მოგველოცოს

  • nika 54
    19 მარ 2026, 12:53

    სანამ ფეხბურთს ითამაშებს, რეკორდები გაგრძელდება.