workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ნიუკასლთან მატჩში ინკლუზიურ შრიფტს გამოიყენებს

ბარსელონა ნიუკასლთან მატჩში ინკლუზიურ შრიფტს გამოიყენებს

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში “ბარსელონას” ფეხბურთელების მაისურებზე მოთამაშეთა ნომრები განსაკუთრებული, ინკლუზიური შრიფტით იქნება დატანილი. ეს შრიფტი შექმნილია ანა ვივესის მიერ – ახალგაზრდა ქალის, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. 

ინიციატივა ორგანიზებულია “ბარსელონას” ფონდის მიერ, UEFA Foundation for Children-ისა და Itinerarium Foundation-ის თანამშრომლობით. კამპანია დაკავშირებულია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან, რომელიც ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ინკლუზიური შრიფტი ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ მატჩში გამოიყენება. თუმცა “ბარსელონას” ისტორიაში მსგავსი ინიციატივა უკვე ყოფილა – 2013 წელს, ჟოან გამპერის თასზე “სანტოსის” წინააღმდეგ მატჩში. იმ შეხვედრაში ანდრეს ინიესტას მაისური, რომელიც ამ შრიფტით იყო გაფორმებული, დღეს “ბარსელონას” მუზეუმში ინახება.

ინიციატივის მიზანი არის საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების ხილვადობისა და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • არისტაფანი
    schedule 15 მარ 2026, 11:41
    #14

    ციტატა: me da barca
    არაუხო ანა ვივესის სახელს იყენებს, მისი შედგენილია. smile


    😂😂😂 ზუსტად ძმა. ახლა ვხვდები ყველაფერს, ზედმეტი ქრომოსომა აქვს ჯიგარს და ჩვენ აქ ვაგინებთ, იმის მაგივრად რომ მოვეფეროთ და გვერდში დავუდგეთ😂 მაგრამ აუცილებელია ფეხბურთი ითამაშოს?, იქნება მაგრად მღერის ელტონ ჯონივით🙂 ან ფიზიკა მათემატიკური ნიჭი აქვს, ან ჭადრაკს თამაშობს მაგრად. ცადოს სხვა რამე ამ ჩემისამ რაღა ფეხბურთს ეცა და რაღა ბარსელონაში😕

  • me da barca
    schedule 15 მარ 2026, 01:10
    #13

    არაუხო ანა ვივესის სახელს იყენებს, მისი შედგენილია. smile

  • Rick Sanchez
    schedule 15 მარ 2026, 00:08
    #12

    MÉS QUE UN CLUB

  • Moriarti
    schedule 14 მარ 2026, 17:50
    #11

    vereli,
    მესამე ძალა და ავშენდებით 😅

  • vereli
    schedule 14 მარ 2026, 17:41
    #10

    ციტატა: Moriarti
    ფონტი მაინც ამბობს ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართო, მარა თვითონ ჰოლანდმა არიცისო. ამის ნაც-ქოცი აფერისტი დედაც


    გული მიგრძნობს წააგებს ეგ ფონტი და აქ წამოვა საქართველოში პოლოტიკოსად

  • xavi1899
    schedule 14 მარ 2026, 16:33
    #9

    Frenkie de Jong_, ლაპორტას ლიდერობს გამოკითხვებში.

  • Moriarti
    schedule 14 მარ 2026, 16:26
    #8

    ფონტი მაინც ამბობს ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართო, მარა თვითონ ჰოლანდმა არიცისო. ამის ნაც-ქოცი აფერისტი დედაც

  • La Pulga10
    schedule 14 მარ 2026, 15:34
    #7

    ბალდეს და არაუხოს დახატვს. ისე იმედია ინკლუზიურად არ ვითამაშებთ.

  • nika 54
    schedule 14 მარ 2026, 14:23
    #6

    არაუხოს რაც გინდა ჩააცვა მაინც არაფერი ეშველება.

  • Frenkie de Jong_
    schedule 14 მარ 2026, 13:47
    #5

    მგონი ფორტი მოიგებს.
    15 შია ხო არჩევნები?

  • Visca-barca
    schedule 14 მარ 2026, 13:36
    #4

    ციტატა: MessiAbuTidze4848
    არაუხოს ფოტო რა ტექნიკურადაა ჩასმული smile


    მეც ეხლა დავაკვირდი საღოლ ძმა🤣🤣🤣🤣🤣
    მევასება არაუხო მაგრად მარა ქრომოსომები აკლია ნაღდად

  • არისტაფანი
    schedule 14 მარ 2026, 13:22
    #3

    ციტატა: MessiAbuTidze4848
    არაუხოს ფოტო რა ტექნიკურადაა ჩასმული smile


    ჰა ჰა ჰა ჩაგეთვალა ძმა, ვერ მივხვდი უცებ. იმინა 100% ზედმეტი ქრომოსომა აქვს ჩვენს გორილას😂😂😂 ახლა გასაგებია მისი თამაშის საიდუმლოებები😂😂😂

  • MessiAbuTidze4848
    schedule 14 მარ 2026, 12:51
    #2

    არაუხოს ფოტო რა ტექნიკურადაა ჩასმული smile

  • Visca-barca
    schedule 14 მარ 2026, 12:25
    #1

    წეხან შემხვდა ოფიციალური არაა მარა ერთ-ერთი ეგზიტპოლის შედეგებჯ ვნახე და ფონტს აქ 51 პროცენტი და ლაპორტას 49