“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჩავი ესპარტმა, პირველ გუნდთან დაკავშირებული ბოლო დღეები და საკუთარი ემოციები მედიასთან კომენტარებში შეაფასა. “ლა მასიის” აღზრდილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებული და ემოციურია.
“ნიუკასლთან” გუშინ გამართულ მნიშვნელოვან მატჩში (1-1) 18 წლის ფეხბურთელს პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.
ესპარტმა პირველ რიგში იმ განცდებზე ისაუბრა, რაც ბავშვობის კლუბში ასეთ ეტაპზე ყოფნას ახლავს:
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მხარდაჭერაზე. მისი თქმით, გერმანელი სპეციალისტი ცდილობს, მას თავდაჯერება და თავისუფლად თამაშის საშუალება მისცეს:
ესპარტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ გუნდთან ერთად გატარებული დღეები მისთვის დიდი გამოცდილებაა და ცდილობს მაქსიმალურად ისწავლოს უფროსი ფეხბურთელებისგან. ახალგაზრდა მოთამაშის თქმით, გარემო გუნდში ძალიან პოზიტიურია და ეს ადაპტაციას ამარტივებს.
მისივე თქმით, ბავშვობიდან “ბარსელონაში” ყოფნა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს, რადგან კლუბის ფილოსოფია და ღირებულებები მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ჩავი ესპარტი “ლა მასიის” ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა და ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიდის საუბარი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეს მალე შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი როლი დაეკისროს პირველ გუნდში.
სათამაშო დრო ძირითადში ესპარტს !
ეს ბიჭი დასატესტია სასწრაფოდ რაც შემოვიდა საკმაოდ კარგად გაისარჯა
ასეთ დროს, ასეთ თამაშში და ასეთ ანგარიშზე შესვლა არ არის მარტივი, თან დებიუტი, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მგონია რომ საკმაოდ ყოჩაღად გაართვა თავი ყველაფერს, ჯერ ცოტა დრო ჰქონდა ძალიან მაგრამ იმედი მომცა მე პირადად რომ კარგი ფულბექი მცველი დადგება ამ ბიჭისგან…
მიდი მიდი უნდა მოიხოდო
რა კარგია, რო ტალანტები არ გველევა, სეზონი არ გადის, რო ვინმე ახალგაზრდა არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე.
ნელ-ნელა გაუზარდოს ფლიკმა სათამაშო დრო და ვნახოთ აბა რა კაცია.