ბარსელონას პრობლემური სერია ჩემპიონთა ლიგაზე

ბარსელონას პრობლემური სერია ჩემპიონთა ლიგაზე

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე დაცვითი პრობლემები კვლავ გრძელდება. კატალონიურ კლუბს ამ ტურნირზე ბოლო 11 მატჩში ერთხელაც არ შეუნახავს კარი მშრალად, რაც საკმაოდ არასასურველი სტატისტიკაა ევროპული გრანდისთვის.

ბოლო შემთხვევა, როდესაც “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეს გოლი არ გაატანინა, გასული სეზონის მეოთხედფინალში დაფიქსირდა – მაშინ კატალონიელებმა “დორტმუნდი” 4:0 დაამარცხეს. ამის შემდეგ კი გუნდმა ყველა შეხვედრაში გაუშვა გოლი. 

ჰანსი ფლიკის გუნდი ამ პერიოდში ხშირად ახერხებდა მატჩების შემობრუნებას და გამარჯვებების მოპოვებას, თუმცა დაცვითი ხარვეზები მაინც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ბოლო პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” კარში გოლი არაერთმა გუნდმა გაიტანა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ გუნდის უკანა ხაზი ჯერ კიდევ საჭიროებს სტაბილურობას.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები შეტევაში საკმაოდ შედეგიანები არიან, ევროპულ ტურნირზე წარმატებისთვის მათთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ დაცვითი თამაშის გაუმჯობესება იქნება.

დღეს კი “ბარსელონა” სტუმრად დაუპირისპირდება “ნიუკასლს” – ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამტან გუნდს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    10 მარ 2026, 23:17

    ნიუკასლი კი გაგვიტანს, მაგრამ მთავარია, მოვიგოთ

  • nika 54
    10 მარ 2026, 19:48

    ყველაზე გამტანი იქნება აბა რა, მარტო ყარაბაღმა აჩუქა 9 გოლი.

  • La Pulga10
    10 მარ 2026, 17:00

    ოოო ძალიან გაგვიჭირდება დღეს. ნიუკასლის სტადიონზე ყველას უჭირს. ფრე არ იქნება ცუდი შედეგი.

  • Kakkia
    10 მარ 2026, 16:41

    𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Barcelona have officially received the 1C license to open the Gol Nord stand. The capacity of the Spotify Camp Nou can now reach 62,000 spectators against Sevilla this Sunday and in future games. [@AdriiFdez] #fcblive 🔥🏟️

    კაია კაია…