დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer ოლაიგბე 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer იამალი 81'sports_soccer ბისივუ 89'sports_soccer ბისივუ 90+1'sports_soccer
ჟოან გარსია – ბარსას საიმედო კედელი: შთამბეჭდავი სტატისტიკა და გადამწყვეტი სეივები

ჟოან გარსია – ბარსას საიმედო კედელი: შთამბეჭდავი სტატისტიკა და გადამწყვეტი სეივები

“ბარსელონას” კარის დარაჯი ჟოან გარსია მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და კატალონიური გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მისი საიმედო თამაში გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

კატალონიელმა მეკარემ 32 ჩატარებულ შეხვედრაში 14-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც მის მაღალ დონესა და სტაბილურობას ნათლად უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ გარსია ნელ-ნელა იქცა იმ ფეხბურთელად, რომელიც კრიტიკულ მომენტებში გუნდს რეალურად იცავს. 

ბოლო მატჩებში მისი გავლენა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. სან მამესზე “ბილბაოს” წინააღმდეგ (0-1) გარსიამ რამდენიმე გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და მეტოქის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტიც გაანეიტრალა. მეკარე მუდმივად ყურადღებით აკონტროლებდა სიტუაციას და საჭირო მომენტებში დროულად ტოვებდა კარს, რათა საფრთხე გაენეიტრალებინა. 

კარგი ფორმის ფონზე გარსია კვლავ დაბრუნდება იმ სტადიონზე, სადაც უკვე გამოიჩინა თავი სეზონის დასაწყისში – ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში “ნიუკასლის” წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში მან განსაკუთრებით პირველი ტაიმის განმავლობაში რამდენიმე შთამბეჭდავი სეივი შეასრულა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანაში დიდი წვლილი შეიტანა. 

სტატისტიკაც მეტყველებს მის ეფექტიანობაზე: ლა ლიგაში გარსია საშუალოდ ყოველ 126 წუთში უშვებს ერთ გოლს, მაშინ როდესაც “რეალ მადრიდის” მეკარე ტიბო კურტუას ეს მაჩვენებელი 106 წუთია. 

ამ მონაცემებით აშკარაა, რომ ჟოან გარსია “ბარსელონას” კარში ნამდვილ გარანტად იქცა – ფეხბურთელად, რომელიც რთულ მომენტებში გუნდისთვის საიმედო საყრდენია.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • me da barca
    schedule 10 მარ 2026, 01:52

    რომ არა ამოწეული დაცვა ბევრად ნაკლებ გოლს გაუშვებდა და გარსიას ადგილას სხვა, რომ იდგეს მეორე იმდენს გაუშვებდა. მართლა მაგარი შენაძენია და კაი ტიპია რაღაცნაირი.

  • Rick Sanchez
    schedule 09 მარ 2026, 19:29

    მხეცია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 09 მარ 2026, 17:26

    უმაგრესი მეკარე გვყვავს

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 09 მარ 2026, 17:15

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: rivaldo80
    რაც გინდათ დეკოს ასხათ ტიპი უფულოდ ყველა ტრანსფერს დებს და ამართლებს.


    გაფიცებ რომელმა ტრანსფერმა გაამართლა?
    ბოლო წლებში რა ტრანსფერიც გაკეთდა მარტო გარსია გადმოდგა.
    მთელი გუნდი ლა მასიაზე დგას


    რომელი მარტო გარსია? მაგის მოყვანილი არ იყო ინიგო? მაგან არ მოაყვანინა გუნდში რაფინია? ოლმო რომელმაც ასებთუ ისე გაამართლა,რაშფორდის იჯარამაც გაამართლა,რუნი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭი.

  • CHEPE
    schedule 09 მარ 2026, 12:51

    თან რა მომწონს იცით ამაში აი ერთი ერთზე რომ გარბიან მის წინ და ეს ფეხში უვარდება დროულად ტოვებს კარს მაგრამ შესნი ყველა შევარდნაზე პენალტს იკიდებდა😅😅😅 ეს კიდე ფეხიდან აცლის ბურთს უკვე მერამდენე შემთხვევაა ესეთი ბოლოს ეს ბილბაოს წინააღმდეგ ქმა ფეხში ცალი ხელით შეუყო და ააცალა ბურთი

  • Jabex
    schedule 09 მარ 2026, 03:23

    ბასტონი ან ვან დერ სარი დაუყენე კუბარსის გვერდით და მერე ნახე ამუს სტატისტიკა

  • Vaiman.vamsdrane2
    schedule 09 მარ 2026, 00:44

    ამას მაგარი მცველი და საყრდენი ყავდეს წინ, 14 კი არა 24 თამქშში შეინახავდა კარს მშრალად.

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 მარ 2026, 23:24

    ციტატა: nika 54

    ციტატა: ჰანს ფლიკი
    ბარსას ასეთი დიდებული მეკარე ბოლოს როდის ყავდა?

    ნაკრებში უნაი სიმონს აახევს ადგილს…და კიდევ ერთი კატალონიელი ეყოლებათ ნაკრებში.წარმოიდგინეთ რამდენი ბარსას ფეხბურთელი იქნება ნაკრებში: სავარაუდოდ ჟოან გარსია,ბალდე,კუბარსი,გავი,პედრი,კასადო,ოლმო,ფერან ტორესი,იამალი…ასე რომ გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და რეალ მადრიდის ბოსებმა,რომ ლამასია არის,ესპანეთის ნაკრების წარმატების გარანტი მუდამ…ტრადიცია გრძელდება


    დე ლა ფუენტემ პირველი ნომერი სიმონი იქნებაო.


    რაც გარსია ბარსაში გადავიდა მის მერე თქვა ეგ?

  • La Pulga10
    schedule 08 მარ 2026, 22:27

    როგორ თავდაჯერებას მატებს გუნდს საოცარია. საოცარია ამის უნარი სწორ დროს სწორ ადგილზე იყოს.ისეთ სწორ პოზიციებს არჩევს,რომ ხშირად არც ჭირდება გადახტომები.

  • nika 54
    schedule 08 მარ 2026, 21:59

    ციტატა: ჰანს ფლიკი
    ბარსას ასეთი დიდებული მეკარე ბოლოს როდის ყავდა?

    ნაკრებში უნაი სიმონს აახევს ადგილს…და კიდევ ერთი კატალონიელი ეყოლებათ ნაკრებში.წარმოიდგინეთ რამდენი ბარსას ფეხბურთელი იქნება ნაკრებში: სავარაუდოდ ჟოან გარსია,ბალდე,კუბარსი,გავი,პედრი,კასადო,ოლმო,ფერან ტორესი,იამალი…ასე რომ გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და რეალ მადრიდის ბოსებმა,რომ ლამასია არის,ესპანეთის ნაკრების წარმატების გარანტი მუდამ…ტრადიცია გრძელდება


    დე ლა ფუენტემ პირველი ნომერი სიმონი იქნებაო.

  • კატალონი
    schedule 08 მარ 2026, 21:41

    მალე TOP 5 მეკარეში მოხვდება ჟოანი თუ სტაბილურად ითამაშებს და არ დაიტრავმება

  • ჰანს ფლიკი
    schedule 08 მარ 2026, 20:45

    ბარსას ასეთი დიდებული მეკარე ბოლოს როდის ყავდა?

    ნაკრებში უნაი სიმონს აახევს ადგილს…და კიდევ ერთი კატალონიელი ეყოლებათ ნაკრებში.წარმოიდგინეთ რამდენი ბარსას ფეხბურთელი იქნება ნაკრებში: სავარაუდოდ ჟოან გარსია,ბალდე,კუბარსი,გავი,პედრი,კასადო,ოლმო,ფერან ტორესი,იამალი…ასე რომ გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და რეალ მადრიდის ბოსებმა,რომ ლამასია არის,ესპანეთის ნაკრების წარმატების გარანტი მუდამ…ტრადიცია გრძელდება

  • არისტაფანი
    schedule 08 მარ 2026, 19:56

    დასირებულმა დეკომ ეს საქმე კიდევ 100 წელი რომ გააგრძელოს, დარწმუნებული ვარ ამაზე მაგარ ტრანსფერს ვეღარ გააკეთებს. ბრილიანტია ეს ბიჭი და რა მაგარია რომ ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს. შეიძლება ბარსას ისტორიაში საუკეთესო მეკარეს ვუყურებდეთ ბრატცი. ძაან დიდი შანსია რომ ასეც იყოს❤️

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 მარ 2026, 19:21

    ციტატა: rivaldo80
    რაც გინდათ დეკოს ასხათ ტიპი უფულოდ ყველა ტრანსფერს დებს და ამართლებს.


    გაფიცებ რომელმა ტრანსფერმა გაამართლა?
    ბოლო წლებში რა ტრანსფერიც გაკეთდა მარტო გარსია გადმოდგა.
    მთელი გუნდი ლა მასიაზე დგას

  • rivaldo80
    schedule 08 მარ 2026, 19:09

    რაც გინდათ დეკოს ასხათ ტიპი უფულოდ ყველა ტრანსფერს დებს და ამართლებს.

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 მარ 2026, 19:03

    🚨 Barcelona will look to sign Man City midfielder Phil Foden at the end of the season, when his contract will have just one year left to run.

    The 25-year old has been in talks over a new deal since November but nothing has been agreed yet.

    (Source: @RealTolmie)

    ვაჰ ვაჰ ფოდენი გაასწორებს