workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ ბარსელონაში უფასოდ გადმოდის

კანსელუ ბარსელონაში უფასოდ გადმოდის

ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” გადმოსვლა გადაწყვეტილია, თანაც უფასოდ.

ავტორიტეტული ჟურნალისტების, ფაბრიციო რომანოსა და ფერნანდო პოლოს მიერ გავრცელებული ცნობებით, პორტუგალიელმა უნივერსალმა ბოლო საათებში “ალ ჰილალთან” კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ეს შეთანხმება 32 წლის ფეხბურთელს საშუალებას აძლევს, “ბარსელონას” უფასოდ შეუერთდეს, რითაც კატალონიური კლუბი დაახლოებით 10 მილიონ ევროს დაზოგავს.

“ბარსელონა” და ჟოაუ კანსელუ პირადი კონტრაქტის დეტალებზე ივნისის შემდეგ არიან შეთანხმებულნი. ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ კანსელუს “ბარსელონაში” მესამედ გადმოსვლას წინ ვერაფერი აღუდგება.

ჟოაუ კანსელუ აქამდე “ბარსელონას” ორჯერ შეუერთდა და ორივეჯერ იჯარით. “ბლაუგრანას” მაისურით მას 65 თამაში, 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ვინაიდან კანსელუს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, მისი დამატება ჰანსი ფლიკს დაცვაში არაერთ ვარიანტს სთავაზობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 17 აგვ 2026, 20:39
    #8

    ესეც ბონუსად გვაჩუქეს ამდენი ტრანსფერის შემდეგ?

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 17 აგვ 2026, 01:10
    #7

    ეს კაცი ერთერთი კაპიტანი უნდა გახდეს, ეკუთვნის❤️

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 17 აგვ 2026, 00:57
    #6

    აუჰ საღოლ კანსელუ 👏 მაგარი უჩალიჩია უფასოდ მაგარია 🔥

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 17 აგვ 2026, 00:15
    #5

    როგორც იქნა, კარგია

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 16 აგვ 2026, 22:55
    #4

    აეეე ვგულაობთ 😂😂😂😂

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 16 აგვ 2026, 22:33
    #3

    აბა რააა

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 16 აგვ 2026, 22:29
    #2

    ოჰ საღოლ უფასოდ ჩვენც რამე გვერგება ესეიგი😅😅😅😅

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 16 აგვ 2026, 22:28
    #1

    მაგრად მიყვარს კანსელო რა. გულით და სულით-ხორცამდე კულეა💙❤️მალე როდრიც გაოფიციალურდება. უიდიალურესი ფანჯარაა და 9 იანიც თუ მოიყვანეს ვაფშე პზდც.