workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ჰანსი ფლიკი: გუნდით ძალიან ვამაყობ

ჰანსი ფლიკი: გუნდით ძალიან ვამაყობ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი მატჩის (0-1) შემდეგ თავისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა და ფეხბურთელები საჯაროდ შეაქო. გერმანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ გუნდმა რთულ სტადიონზე გამარჯვება მოიპოვა და კარის მშრალად შენახვაც შეძლო. 

ფლიკის გუნდმა რთული კვირის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან აღნიშნა, რომ “ბილბაოში თამაში და გამარჯვება არასდროს არის მარტივი”, თუმცა მისი თქმით, გუნდმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

ვნახე ფანტასტიკური გუნდი. წუთების მართვა გვჭირდებოდა და ყველაფერი იდეალურად გამოვიდა – მოვიგეთ და კარიც მშრალად შევინახეთ.

გერმანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პედრის გავლენას თამაშზე. მისი თქმით, ნახევარმცველი თანაგუნდელებს უკეთეს ფეხბურთელებად აქცევს და მოედანზე თამაშის რიტმს მთლიანად ცვლის.

პედრი ყველას უკეთესს ხდის. მას შეუძლია მატჩის შეცვლა. მასთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივია, განსაკუთრებით მისი კავშირი ლამინ იამალთან.

მწვრთნელმა ასევე შეაფასა ახალგაზრდა ვინგერის, იამალის თამაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, სწორედ მან გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

ის ბევრს ვარჯიშობს მსგავს ეპიზოდებზე და სასიამოვნოა მისი ასეთ დონეზე ხილვა. 

რაც შეეხება ფერან ტორესს, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ამ ეტაპზე ცოტა იღბალი აკლია. ფლიკის თქმით, ცენტრფორვარდებს ხშირად მხოლოდ გოლებით აფასებენ, თუმცა ტორესი გუნდს მაინც ეხმარება და მას მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავდაჯერება დაიბრუნოს.

ფლიკმა საბოლოოდ აღნიშნა, რომ ასეთი გამარჯვებები გუნდს თავდაჯერებას მატებს და სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ბედნიერი ვარ – ერთი მატჩით ნაკლები და სამი ქულით მეტი, ეს იდეალური სიტუაციაა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 09 მარ 2026, 17:23
    #4

    ძალიან მაგაროა ჰერ ჰანსი

  • nika 54
    schedule 08 მარ 2026, 22:13
    #3

    ციტატა: არისტაფანი
    ჩემი უფროსი ძმა ხარ ჰერ ფლიკ და მაგრად მიყვარხარ მაგრამ ტორესის 11 კაცში მოხვედრას ვერანაირად ვერ გავიგებ, შენ კი არა ცხონებული მამაჩემი რომ იყოს მწვრთნელი მაინც ვეტყოდი, ბოდიში მომითხოვია და შენ შიგ ხომ არ გაქვს ამ რეგვენს და უვარგის <<ცენზურის დარღვევა>> რომ მოედანზე უშვებ🤮🤬🤬🤬 იმინა მეზიზღება ეგ უთავმოყვარეო კლე. 55 მილიონი🥹🥹🥹 ვკვდები ეგ რომ მახსენდებ აზრზე ხართ? 40 მილიონი როკი და 55 ტორესი. 95 მილიონი თოფში ჩავდეთ და გავისროლეთ, ჩვენ რა. გაისროლა იმ გასიებულმა ვირთხამ იმის ცოლშვილი მოტკნა დენის როდმანმა🤬🤬🤬


    სამაგიეროდ ლევანდოვსკი დაასვენა ასევე რაფინია, პედრი. მოკლედ ეტყობა მოსაგებად მიდის ინგლისში.

  • არისტაფანი
    schedule 08 მარ 2026, 20:00
    #2

    ჩემი უფროსი ძმა ხარ ჰერ ფლიკ და მაგრად მიყვარხარ მაგრამ ტორესის 11 კაცში მოხვედრას ვერანაირად ვერ გავიგებ, შენ კი არა ცხონებული მამაჩემი რომ იყოს მწვრთნელი მაინც ვეტყოდი, ბოდიში მომითხოვია და შენ შიგ ხომ არ გაქვს ამ რეგვენს და უვარგის <<ცენზურის დარღვევა>> რომ მოედანზე უშვებ🤮🤬🤬🤬 იმინა მეზიზღება ეგ უთავმოყვარეო კლე. 55 მილიონი🥹🥹🥹 ვკვდები ეგ რომ მახსენდებ აზრზე ხართ? 40 მილიონი როკი და 55 ტორესი. 95 მილიონი თოფში ჩავდეთ და გავისროლეთ, ჩვენ რა. გაისროლა იმ გასიებულმა ვირთხამ იმის ცოლშვილი მოტკნა დენის როდმანმა🤬🤬🤬

  • rivaldo80
    schedule 08 მარ 2026, 14:39
    #1

    იამალია დღეს ბარსა და აქ სასტავი გავყიდოთ სკამზე დავსვათ ოლისე ჯობია და ბლა ბლა ბლააა😩😂😂 კუბარსი მცველად არ მიაჩნიათ იმ დონეზე არ ესმით ფეხბურთი შე დალოცვილო სწავლას რა უდგას წინ🙄ფორვარდი გვჭირდება სწრაფი გოლავიკი და ერთი ფიზიკურად ძლიერი მცველი.მშვენიერი შემადგნელობა გყავსვ ტაკტიკა თუ კარგად მუშაობს არ აგებენ.