ლივერპული ჟიულ კუნდესთვის 80 მილიონი ევროს ამზადებს

ლივერპული ჟიულ კუნდესთვის 80 მილიონი ევროს ამზადებს

“ბარსელონას” ძალიან დატვირთული სატრანსფერო ზაფხული ელის, რადგან კლუბი ჰანსი ფლიკის გუნდის რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას ცდილობს.

კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ბაზარზე ისე შევლენ, რომ უკვე ლა ლიგის 1:1 წესს დაუბრუნდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი-ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის გაყიდვა არ განიხილება.

იგეგმება ახალი ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის შეძენა, ამასთან, გადაწყვეტილება მისაღებია მარკუს რაშფორდის საკითხზეც, რომლის შესყიდვის უფლებაც “ბარსელონას” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ აქვს. პროგნოზის მიხედვით, ეს ზაფხული კატალონელებისთვის ძვირადღირებული იქნება და მათ შესაძლოა ერთ-ერთი ვარსკვლავის გაყიდვა მოუწიოთ, რათა სატრანსფერო ამბები დაასრულონ.

ჟიულ კუნდე ერთ-ერთია იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც შესაძლოა გუნდიდან წავიდნენ. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელისთვის სეზონი რთული გამოდგა, რადგან მისი თამაშის დონე მოსალოდნელზე ბევრად დაბალი არის, თუმცა ამან არ შეაფერხა კლუბები, რომ ინტერესი გამოეჩინათ მისადმი, რომელთა შორის ერთ-ერთი “ლივერპულია”.

ინგლისური მედიის (MD-ის მიხედვით) ცნობით, “ლივერპული” ზაფხულში კუნდეს ტრანსფერზე ფოკუსირებას მოახდენს და მზად არის მისთვის 80 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. ეს დაახლოებით შეესაბამება “ბარსელონას” შეფასებას მარჯვენა ფლანგის მოთამაშეზე, რომელიც 2022 წელს “სევილიადან” 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

რა უნდა გააკეთოს “ბარსელონამ” კუნდესთან დაკავშირებით?

ეჭვგარეშეა, რომ კუნდე ამ სეზონში მოთხოვნილ დონეს ვერ შეესაბამება, მაგრამ ის კვლავაც “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. თუ ის მომდევნო თვეებში საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება, სავარაუდოდ, ზაფხულში მისი გაყიდვა არ განიხილება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელებს მარჯვენა ფლანგზე ბევრი ვარიანტი არ ჰყავთ, თუმცა მისი წასვლა შესაძლებელი გახდება, თუ ის ფორმას ვერ გაიუმჯობესებს და “ბარსელონა” შემცვლელად შესაფერის კანდიდატს იპოვის.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 12 თებ 2026, 20:27

    მოიშორონ თუნდაც უფასოდ შტეგენი და ხელფასების ჭერიც დასტაბილურდება. შტეგენის მეკარეობა დამთავრდა. ყოველ შემთვევაში საშუალოზე მაღალი გუნდი მაგას აღარ დაიმატებს, ხელფასს კი ეს არ დაიკლებს, ბარსას კი დააწვა ლოდივით. მოკლედ შემოულაწუნე ლენგლესი არ იყოს, ამის მოშორებაც გახდება დიდი პრობლემა.

  • Moriarti
    schedule 12 თებ 2026, 17:09

    არც კუნდეს და არც ბალდეს გაყიდვას არ ვემხრობი. იმიტომ რო უკეთესს ვერ მოვიყვანთ. კუნდეს არ აქვს კარგი სეზონი მარა დაიბრუნებს ფორმას, ბელდეც ნორმალურათ თამაშობს.
    კუნდეზე და ბალდეზე უკეთესის მოყვანა ფაქტიურად წარმოუდგენელია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 12 თებ 2026, 16:59

    ვერავის ვერ მოვიყვანთ უკეთესს

  • nika 54
    schedule 12 თებ 2026, 15:59

    მოკლედ ლაპორტამ თუ ვინც იქნება სეზონის ბოლოს, სანამ ვინმეს იყიდის ფლიკს კითხოს ვინ უნდა და ისე მოიქცეს. მე მგონი დაიმსახურა ამ კაცმა რო ის უყიდონ ვინც მას უნდა და არა ისე როგორც პერესი იქცევა. მოეწონება ვიღაცა მიათრევს რეალში და მერე მწვრთნელმა უნდა იმტვრიოს თავი 3 ერთი პოზიციის ფებურთელი როგორ ჩასვას სქემაში.

  • C.PC5
    schedule 12 თებ 2026, 15:21

    კუნდე გავუშვათ 80 მილიონად და მის ნაცვლა ვინ მოვიყვანოთ? ამას თუ უშვებ მინიმუმ ჰაკიმი უნდა გყავდეს დაკერილი ყველა პირობაზე ან დუმფრისი, ან კაი გავუშვით და ამ 80 მილიონით დავიწყეთ ალვარესზე მოლაპარეკებები, ალვარესი რომ წინ იქნება შეტევაზე აღარ წამოვა მეტოქე? ან თუნდაც ამის გაყიდვით და ცენტრალური მცველის მოყვანით ეშველება საქმეს? კაი ცენტრში მყარად იქნება დაცვა მარა მარჯვნივ ყველაშეტევაზე რომ ათრევენ გინდ გარსიას და გინდ კანსელუს გოლები აღარ გაგვივა? რეალურად მე თუ მკითხავ ამ წუთას ბალდეს გაყიდვა უფრო ჭკვიანური იქნებოდა, არაუხოსაც მივაყოლებდი უკან და ამ ორში 80 თუარა 60 მილიონს ამოვიღებდი და მაგ ორის ფასად ვიყიდდი ერთ მცველს ნორმალურს, მარცხნივ კიდე ან მარტინი ან კანსელუ დავიტოვოთ ისევ იჯარით ან გამოსყიდვით, ამ სეზონში ბალდე რასაც თამაშობს არცერთი არ იქნება ამ ორიდან მაგაზე უარესი მემგონი. შემტევისთვის კიდე სხვა ფინანსებია მოსაძებნი, მარტო ფერანის გაყიდვით ვერაფერს ვიზამთ, სხვა ფულია მოსაძებნი ტოპ ფორვარდის დასათრევად.

  • rivaldo80
    schedule 12 თებ 2026, 15:08

    როგორც დაცვითი მცველი დღეს არის ნ1 და 80 მილიონზე მეტი ღირს ინგლისში რა ფასებიცაა

  • LEVANII
    schedule 12 თებ 2026, 08:47

    Სობოსლაი მოგვცენ და წაიყვანონ