ბარსელონა-ოვიედო – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-ოვიედო – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

დღეს “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში “ოვიედოს” უმასპინძლებს. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საპრეზიდენტო არჩევნები? რაც უფრო მალე ჩატარდება, უკეთესია. ეს კარგი სიახლეა. არ ვფიქრობ, რომ ეს გუნდზე იმოქმედებს. ჩვენი საქმე მოედანზე მაქსიმუმის გაკეთებაა.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაფერი დადებითად შეიცვალა. დიდი ინვესტიეციები არ ჩაგვიდია. “ლა მასიელებს” შესაძლებლობები მივეცით. კლუბის მომავალს ფანები გადაწყვეტენ.

თუ შევძლებ, ხმის მიცემაში მონაწილეობას მივიღებ.

ჩემი ხმა საიდუმლოა (იცინის).

სტანდარტულებიდან გაშვებული გოლები? სავარჯიშოდ დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ ამაზე ვისაუბრეთ. პრაღაში ადაპტაციისთვის დრო გვჭირდებოდა. გუნდს ვენდობი.

არაუხომ, შესაძლოა, სასტარტოში ითამაშოს. ვნახოთ. ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.

გავის ყოველდღე ვხედავ. ის უმჯობესდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, მან სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ იჩქაროს. გავის წინ ხანგრძლივი კარიერა აქვს და სიჩქარე საჭირო არაა.

ვფიქრობ, კუბარსიმ ბოლო მატჩებში ბევრი ითამაშა და ნორმალურია, რომ ზოგიერთ სიტუაციაში მოწოდების სიმაღლეზე არაა. მას დიდი პოტენციალი აქვს. ამ ასპექტების გამუჯობესებაზე პაუსთან ერთად ვმუშაობთ.

ფერმინს მატჩების მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია და მისგან სწორედ ეს გვჭირდება. ზოგჯერ მას ბურთთან ცოტათი მეტი სიმშვიდე მართებს. ის ძალიან დინამიურია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    25 იან 2026, 19:11

    მაგარი კაცია

  • nika 54
    25 იან 2026, 17:15

    ფერმინზე ყველაფერი სწორედ თქვა.

  • La Pulga10
    25 იან 2026, 15:29

    კუბარსი სკამზე დასვი. არაუხო ძირითადში ჭირდება მაგ ბიჭს.

  • Albicelecte
    25 იან 2026, 15:09

    რეალ ოვიედო, დავაზუსტებ, ამას რომ წარმოიდგენენ, გადახსნიან, თორე შეიძლება დაეზაროთ smiley

  • C.PC5
    25 იან 2026, 14:43

    ნეტა ლაპორტაზე რას ფიქრობს თვითონ, რაც ფლიკი მოვიდა ერთი გარსია მოუყვანეს ნორმალური დანარჩენი არ აღირსეს წესიერი ტრანსფერი, ოლმოს რომ უნდა გაემართლებინა ნახევარჯერ დამტვრეულია და ტრანსფერებით ვერ იქნება მთლად კმაყოფილი მემგონი. კუბარსი რომ სკამზე გადააჯინა ვეთანხმები მაგაში, გადაღლილობის ბრალია თუ წესიერი მეწყვილის არყოლის ეგ საკითხავია მარა ფაქტია რომ რეგრესი აქვს და სანამ ხასიათში გადაუვიდა დაისვენოს ჯობია, არაუხოც მიიღებს აგერ შანსს და ვნახოთ რა ისწავლა სულიერი განწმენდის მერე, ზაფხულამდე მაგის გაშვება მაინც გადადებულია და ოვიედოსთან მაინც გამოიყენებს ფლიკი.