“სლავიასთან” გუშინ სტუმრად გამართულ მატჩში (2-4) მიღებული გაფრთხილების გამო “ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
დე იონგმა ყვითელი ბარათი თამაშის მიწურულს მიიღო. “ნიუკასლთან” და “პარი სენ-ჟერმენთან” მიღებული გაფრთხილებების შემდეგ ეს მიმდინარე გათამაშებაში ფრენკის მე-3 ყვითელი ბარათი იყო, რაც ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს.
ეს ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში “კოპენჰაგენთან”, 28 იანვარს, “ბარსას” დე იონგი ვერ დაეხმარება.
კოპენჰაგენს ამის გარეშეც მოვუგებთ ეგ არაა სანერვიულო
დე იონგის გარეშეც მარტივად უნდა მოვიგოთ
me da barca, მასნანო უბრალოდ საშინელი მსაჯია, მიკერძოებულობა არაფერ შუაშია, მადრიდელებს არანაკლებ გვძულს ეგ ტიპი დამიჯერე.
მანსანო და ვარის მსაჯი ჩირო გრანდე ფიფამ მოკვეთა მსოფლიო ჩემპიონატიდან. (ფბ)
ლა ლიგამ ესენი ლამის პრეზიდენტივით ხელშეუხებელი გახადა. რაც არ უნდა არაკანონიერად მოიქცნენ შეპასუხებაც არ შეიძლება, აქეთ შენ დაგსჯიან. თავში აუვარდათ და რაც მოესურვებათ იმას აკეთებენ, როგორც მოესურვებათ ისე დაგიდებენ სურათს. თუ საჭირო გახდა ნახევარმეტრიან ბუცებსაც ჩააცმევენ, არაა პრობლემა, ხაზს სადაც მოუნდებათ იქ გაავლებენ და ამისთვის არავინ არაფერს არ ეტყვის, თუ რეალს არ შეეხები რა თქმა უნდა. ესპანეთის მსაჯობა არის საზიზღრობა.
ბოლო პერიოდში კარგად ჩატარებული მატჩების ბოლოს სულ ბარათს იღებს ხოლმე, რომელიც მერე დისკვალიფიკაციას იწვევს😃😃
აი იმ ცენტრში რათ უნდოდა გაშლილი ფეხით ჩახტომა, თუ კიდევ გამწარებული იყო ფეხებშუა რო გაუტარეს. სხვამხრივ ეგ რო გასულ წლებთან შედარებით ბევრად კარგი გახდა აღარავინ დაობს.
აი რა უაზრო ყვითელი აიკიდა ტიპმა