რეალ სოსიედადი-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

რეალ სოსიედადი-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ხვალ “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში “რეალ სოსიედადს” სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“რეალ სოსიედადი” ახლა უფრო თავდაჯერებული გუნდია. მათ მწვრთნელს ვიცნობ. ის გერმანიაში ჩემთან ახლოს ცხოვრობდა.

ხვალ უნდა მოვიგოთ. თუ ჩემპიონობა გვინდა, “რეალ სოსიედადი” უნდა დავამარცხოთ.

დროზე მაშინ ვისაუბრებ, როდესაც ტრანსფერი განხორციელდება.

ტერ შტეგენი “ჟირონასთან” ახლოსაა? ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ის განაცხადში იქნება.

რაფინიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან დარბაზში ივარჯიშა. ხვალამდე უნდა მოვიცადოთ, რათა გავიგოთ, შეძლებს თუ არა თამაშს.

რაშფორდის სრულფასოვანი ტრანსფერი? დეკუსთან ყოველთვის ვსაუბრობ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. რაშფორდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მარკუსის შრომას ვაფასებ.

თუ “ბარსაში” თამაში გინდა, მაქსიმუმი უნდა გააკეთო… ესაა ის, რაც მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა ჩვენს გუნდშია ან შესაძლოა, ჩვენთან მომავალში აღმოჩნდეს. იგივე ეხებათ “ლა მასიას” ახლგაზრდებს, რომლებიც პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ისინი 100%-ით უნდა დაიხარჯონ. მათ ეს ფერები უნდა დაიცვან – სწორედ ამის დანახვა მინდა. სხვა შემთხვევაში, ისინი არ მჭირდებიან.

მწვრთნელი ახალგაზრდებს თავდაჯერებულობას მატებს… თუმცა, გარშემო სხვა ადამიანებიც არიან, რომლებსაც მათზე დიდი გავლენა აქვთ. ჩვენ “ბარსა” ვართ. მათ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ პირველ გუნდში ივარჯიშონ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად გაიზარდონ.

ახალგაზრდების პოტენციალის აღმოჩენაში დიდი გამოცდილება მაქვს. მათ უამრავ ასპექტში ვეხმარებით. ისინი ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობენ და სათამაშო დროის მოპოვება იოლი არაა. თითოეული ვარჯიში გაუმჯობესებაში გეხმარება. როდესაც ფეხბურთელი თავის მოვალეობას კარგად ასრულებს და თამაშს იმსახურებს, თამაშობს.

იმედი მაქვს, ბერნალი დარჩება. ჩემი აზრი აშკარაა, მაგრამ ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება. ის მძიმე ტრავმის შემდეგ ბრუნდება, უმჯობესდება და ფრომას ირბუნებს. მარკს დიდი პოტენციალი აქვს და გვინდა, მას ამის გამოვლენაში დავეხმაროთ. მე მისი დარჩენა მინდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    18 იან 2026, 23:12

    ჩაურტყა ნამიოკი დროს

  • me da barca
    18 იან 2026, 17:42

    განა მორიბამ სხვა რამე გააკეთა? და სად არის ახლა მორიბა? შრომა და მოთმინება არის საწინდარი იმისათვის, რომ გახდე წარმატებული. ვნახოთ რას მიაღწევს ასეთი კრისული საქციელით. დღეს თუ 6 ღირდა ხვალ და ზეგ 40 ეღირებოდა, მაგრამ აქ აგენტის და პსჟ-ს მოქმედება კარგად იკითხება. ეს მათ დიდი ხნის წინ ექნებოდათ ჩაფიქრებული, პროსტა ელოდებოდნენ სრულწლოვანი როდის გახდებოდა.

  • Mariami Kh
    18 იან 2026, 15:36

    ციტატა: nika 54
    კაი ვირთხა გვყოლია ლამასიაში, იმედი მაქვს მორიბაზე წინ ვერ წავა. 18 წლისაა და უკვე ყველაფერი გათვალა, თუ იაფად წავა პსჟ კაი ბონუსს ჩაახუტებს. მაინც მგონია ამ ლაწირაკს ძალიან ეშმაკი აგენტი ყავს. მარტო თავისი პატარა ტვინით ასეთ ეშმაკობას ვერ შეძლებდა.

    ამას, გავის და ერიკ გარსიას ერთი და იგივე აგენტი ყოლიათ. ჭორის დონეზე დაიწერა რომ ბარსელონას სურს ამ აგენტის გავლენა შეამციროსო ფეხბურთელებზეო

  • nika 54
    18 იან 2026, 13:41

    კაი ვირთხა გვყოლია ლამასიაში, იმედი მაქვს მორიბაზე წინ ვერ წავა. 18 წლისაა და უკვე ყველაფერი გათვალა, თუ იაფად წავა პსჟ კაი ბონუსს ჩაახუტებს. მაინც მგონია ამ ლაწირაკს ძალიან ეშმაკი აგენტი ყავს. მარტო თავისი პატარა ტვინით ასეთ ეშმაკობას ვერ შეძლებდა.

  • M10 S9 D11
    18 იან 2026, 07:32

    რამენაირად ამ კაცს ზაფხულში გუნდი უნდა გაუძლიერონ და ნანატრ ლიგასაც დაგვადებინებს

  • NN
    17 იან 2026, 23:42

    ორი სეზონიო და მერე კარიერას ამთავრებსო ფლიკიო სადღაც წავიკითხე და იმედია ტყუილია ჯერჯერობით წინასწარ ვერ განსაზღვრავ მწვრთენლის დიდხანს ყოფნა გინდა თუ არა მაგრამ ფაქტია ფლიკმა ბარსელონა დააბრუნა და თუ გააგრძელებს იქამდე როცა ბარსელონას სრულფასოვნად შეეძლება ტრანსფერის გაკეთება წარმოიდგინეთ 3 მისთვის სასურველი ფეხბურთEლი რო მოუყვანონ ამას ეს რეებს იზამს

  • Barca1980
    17 იან 2026, 23:02

    ციტატა: Bakero
    ოჰო ბერნალის იჯარით გაშვება არ უნდა! ეგ უკვე საინტერესოა ესე იგი პერსპექტივაში ხედავს მომწონს ეგ ამბავი

    რა ვერ გავიგე იციი? თუ როგორც პროფესიონალს განვითარება გინდა, ამაზე მაგარი გუნდი და მწვრთნელიი რომელიც მართლა ლა მასიაზე ზედ არის გადაყოლილი , სად უნდა მოძებნოო? თვალები მაინც გაახილე ბიჭოო ძირითადში ამ კლუბის რამდენი აღზრდილი თამაშობს ან ისტორიას გადახედეეე სად მიდიხარ ?! ფლიკი გახდა მართლა ყველაზე დიდი კულე მგონიი!

  • Bakero
    17 იან 2026, 22:51

    ოჰო ბერნალის იჯარით გაშვება არ უნდა! ეგ უკვე საინტერესოა ესე იგი პერსპექტივაში ხედავს მომწონს ეგ ამბავი