დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer
ზიზო 51'sports_soccer
ბარსელონა ჟოაუ კანსელუს დაბრუნებაზე ფიქრობს

ბარსელონა ჟოაუ კანსელუს დაბრუნებაზე ფიქრობს

გამოცდილი პორტუგალიელი განაპირა მცველი ჟოაუ კანსელუ, შესაძლოა, “ბარსელონას” ფორმით კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით 31 წლის ფეხბურთელი იანვარში “ალ ჰილალის” დატოვებასთან ახლოსაა. არაბულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს “ინტერი”, თუმცა ბოლო დღეებში საქმეში “ბარსელონა” და “იუვენტუსიც” ჩაერთნენ.

კანსელუს თამაში დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია, რაც “ბარსელონას” ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოუგვარებს. ჟერარ მარტინის დაცვის ცენტრში გადასვლის შემდეგ მარცხენა ფლანგზე ალეხანდრო ბალდე უკონკურენტოდ დარჩა. ანდრეას კრისტენსენის ტრავმის, რონალდ არაუხოს გაურკვეველი მომავლისა და ერიკ გარსიას ნახევარდაცვაში აწევის შემდეგ ამ უკანასკნელის დაცვის მარჯვენა ფლანგზე კვლავ გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია, რაც ბალდეს მდგომარეობაში აყენებს ჟიულ კუნდესაც. კანსელუს ტრანსფერი კი ორივე ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ფაბრიციო რომანოს თქმით “ბარსელონას” ტრადიციული პრობლემა აქვს – ფინანსური ფეარ ფლეი.

ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” 2023/24 წლების სეზონში იჯარით თამაშობდა. “ბლაუგრანას” მაისურით მან 42 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • ზურაბ
    schedule 03 იან 2026, 15:18

    PUIOL5, უფასო კანსელუ არ სჯობს დებილ მარტინს ?

    azulgerana, ეს იმიტომ არ გამოისყიდეს რომ სიტი დიდ თანხას ითხოვდა მგონი. აი უფასოდ რათქმაუნდა კარგი იქნება თუ პატარა ხელფას დასჯერდება

  • PUIOL5
    schedule 01 იან 2026, 15:07

    რა კანსელუ, ამათ ხოარ აჟრიალებთ,.წესიერი მცველი მოიყვანონ

  • nika 54
    schedule 01 იან 2026, 13:49

    მე მგონი გუნდს გამოადგება, მთავარია ხელფასი არ მოითხოვოს არაბული.

  • azulgerana
    schedule 01 იან 2026, 04:42

    ამის გაშვება სხვა ფინანსური საკითხები იყო, და მაგიტომ გაუშვეს ეგეც დაწერეთ ისტორია რომ აურზაური არ იყოს

  • shu1987
    schedule 01 იან 2026, 00:54

    უკვე დაბრუნდა ჰერ ვი გოუ დაიწერა , ნუ მოვიდეს ფლიკთან იქნება სულ სხვა დონე დადოს დისციპლინის ნაკლებობა ქონდა ხოლმე და იმედია მოიხოდება.

  • Rick Sanchez
    schedule 31 დეკ 2025, 23:17

    საერთოდ რატომ არ დაიტოვეს? ფელიქსი გასაგებია, მაგრამ კანსელუ ძალიან კარგი იყო და უნდა დარჩენილიყო. ორი წელი ტყუილად იყო წასული.

  • mesi_10
    schedule 31 დეკ 2025, 18:18

    მოიყვანონ ამდენ პრობლემას თუ მისი მოსვლით მოაგვარებენ მოიყვანონ თან ბარსაში უკვე ნათამაშები აქ და ადაფტაცია არ გაუჭირდება..

  • La Pulga10
    schedule 31 დეკ 2025, 18:08

    ციტატა: shu1987
    რაცარუნდა ვთქვათ რაღადროს კანსელუა ?? არუნდა გაეშვათ თავის დროზე არც ეს და არც ობამეიანგი ვინც გასაშვები იყო ისინი უნდა გაეშვათ. ნუ თუ მაინც და მოიყვანეს არაფერს გააფუჭებს.


    კი რაღადროს კანსელუა, მარა ეხლა ისეთ სიტუაციაში ვართ სკამი საერთოდ არ გვყავს. კაი იქნება მაინც.

  • shu1987
    schedule 31 დეკ 2025, 17:01

    რაცარუნდა ვთქვათ რაღადროს კანსელუა ?? არუნდა გაეშვათ თავის დროზე არც ეს და არც ობამეიანგი ვინც გასაშვები იყო ისინი უნდა გაეშვათ. ნუ თუ მაინც და მოიყვანეს არაფერს გააფუჭებს.

  • araujo4
    schedule 31 დეკ 2025, 16:49

    ძაან ბევრს უხდიან ალ ჰილალში და თუ დაიკლებს ხელფასს კი ბატონო თორე გაგვყიდის ამის შენახვა

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 31 დეკ 2025, 14:17

    დასაბრუნებელია

  • La Pulga10
    schedule 31 დეკ 2025, 13:23

    ხასიათი არ უვარგა. დაბრუნდეს დაბალ ხელფასზე.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 31 დეკ 2025, 13:22

    სკამზე შეიძლება დაფიქრება

  • Golden boy
    schedule 31 დეკ 2025, 11:15

    ან ვაფშე რატო გაუშვეს

  • LEVANII
    schedule 31 დეკ 2025, 10:48

    Ვფიქრობ მშვენიერი იქნება საშვალებას მოგვცემს რო საჭიროების შემთხვევაში კუნდე შემოვწიოთ დაცვის ცენტრში