ხვალ “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში “ვილიარეალს” სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
პედრი ხვალ არ ითამაშებს. მას დისკომფორტი აქვს. ტრავმისა და მისი 2 თვით დაკარგვის რისკი არსებობს. არ გავრისკავთ. ის “ესპანიოლთან” მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ვეთამაშებით მეტოქეს, რომელსაც მკაფიო ფილოსოფია აქვს. “ვილიარეალი” შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი რამ გააუმჯობესა. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან.
პედრიზე უნდა ვიზრუნოთ და ვუმკურნალოთ. ვერ გავრსიკავთ. ახლა ეს საუკეთესო ვარიანტია. ის “ესპანიოლთან” და სუპერ თასის მომდევნო მატჩებისთვის გვჭირდება.
ლევანდოვსკი სათამაშოდ მზადაა. “გვადალახარასთან” გარისკვა არ გვინდოდა. ახლა მას თამაში შეუძლია და ეს კარგი ამბავია.
ჩემი 2025 წელი? შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის, გუნდისთვის და კლუბისთვის საოცარი და წარმატებული წელი იყო. “ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უკვე წარსულია. წარმატების მისაღწევად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გასული სეზონის ტიტულები ძალიან კარგი იყო, მაგრამ უკეთესობისკენ უნდა ვისწრაფვოთ.
ჩემი მომავალი? მწვრთნელისთვის წელიწად-ნახევარი დიდი დროა. ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბში ვმუშაობ. შესანიშნავი ტექნიკური შტაფი მყავს, დეკუ საოცარი ადამიანია. ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს.
კონტრაქტის გახანგრძლივება? ჩემთვის კონტრაქტის კიდევ წლინახევრით გახანგრძლივება პრობლემა არაა, მაგრამ ეს საკითხი ასევე პრეზიდენტს უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, მივაღწევთ თუ არა წარმატებას.
ფრენკი დე იონგი? გუნდში კონტროლი და სტაბილურობა კარგია. ბოლო მატჩებში ასე იყო, როდესაც ერიკ გარსია 6-იანზე თამაშობდა. ეს ფრენკისაც ესმის. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. გუნდში ხარისხი და კონკურენცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველას ეხმარება.
“ვილიარეალის” ბოლდროინდელი მარცხი ესპანეთის თასზე? ყველა ევროპული გუნდისთვის “ბარსელონასთან” მატჩი ყოველთვის “სეზონის თამაში” იქნება. ისინი ძალიან მოტივირებულები იქნებიან და არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა ამ მატჩამდე.
კასადოს მარჯვენა მცველად თამაში შეუძლია, მაგრამ მას უფრო 6-იანზე ან 8-იანზე ვხედავ. მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. შესაძლოა, ის სათამაშო დროით კმაყოფილი არაა, მაგრამ ეს “ბარსელონაა”.
ხვალინდელი შემადგენლობა? გუნდის საჭიროებებზე ვფიქრობ. თუ ვინმე არ ითამაშებს, ამის შესახებ გავესაურები და ყველაფერს განვუმარტავ. ეს მნიშვნელოვანია. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. აქ ვარ, რომ მათ დავეხმარო. პრიორიტეტი ყოველთვის გუნდი იქნება და არა ერთი ფეხბურთელი ან მწვრთნელი.
რაფინიას ვერმოხვედრა FIFA-ს წლის საუკეთესო გუნდში? ამაზე კომენტარის გაკეთება მინდოდა. FIFA-ს საუკეთესო თერთმეტეული ხუმრობაა. რაფინია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სერიოზულად, ეს სასაცილოა. ვერ ვიჯერებ, რომ ის წლის გუნდში არაა. იმ სეზონის შემდეგ რაფინიამ ეს 100%-ით დაიმსახურა. წარმოუდგენელია.
ბარსას საუკეთესო მწვრთნელი ხარ გვარდიოლას შემდეგ. მე ლუის ენრიკეს მირჩევნიხარ. დაჟე კაცობით დქ ადამიქნობით რასაც გამჩნევ გვარდიოლასაც.❤️
მიდი ჰანს ამოტენე
100%-იანი.
რეალს მგონი სიმულაციაში ცალკე ავარჯიშებენ, როგორ და როდის დაეცეს, პენალტი როგორ მოიპოვონ. როდრიგომ ეტყობა ჯერ კარგად ვერ დახვეწა და ყვითელი ბარათი მიიღო.
“ კონტრაქტის გახანგრძლივება? ჩემთვის კონტრაქტის კიდევ წლინახევრით გახანგრძლივება პრობლემა არაა, მაგრამ ეს საკითხი ასევე პრეზიდენტს უკავშირდება”
ამას ყურადღებას რატო არავინ აქცევს?
პედრის "გადაღლილობა" შეიძლება იმაზე მძიმე აღმოჩნდეს ვიდრე თავიდან ეგონათო… ეგ თუ გამოგვაკლდა კიდევ დიდი ხნით, კარგი ბედი არ გველოდება 😬😬
პედრის არყოფნა=სვარკა
კრისტენსენი მოუსინჯე რა
დაცვააა მოქოქე რა ბაბუ… ყველა თამაშზე ვნერვიულობ ამ დაცვის შემხედვარე რა…პედრის არ ყოფნაა უფრო კარგია დიდი დრო ექნება დაისვენებს და მოვა ჯანზე..იმედიააა დაცვაში ღია კარი არ იქნება რა
მთავარია დაცვამ არ ჩაისვაროს და შეტევაში გავაპობთ.
ცუდია პედრის გარეშე გაგვიჭირდება ძალიან